Erasmus Mundus


გამოცხადდა კონკურსი ERASMUS MUNDUS-ის მეორე აქტივობის პროექტის ALRAKIS  ფარგლებში.

პროექტი გულისხმობს სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობას სამხრეთ კავკასიისა და ევროპის ქვეყნებს შორის.

ALRAKIS-ის ფარგლებში განხორციელდება გაცვლები საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და პოსტსადოქტორო საფეხურებზე. პროექტი ასევე ითვალისწინებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას.

განაცხადები მიიღება 2011 წლის 15 დეკემბრიდან 2012 წლის 15 მარტამდე.


დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროექტის ბროშურა და ვებ-გვერდი.

დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა და სტრატეგიული განვითარების სამსახურს:
თამარ მეფის ქუჩა № 59, ოთახი 3504,
ტელ.: +995 431 245784,
ელ-ფოსტა: atsu@atsu.edu.ge