აწსუ კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!
ძვირფასო კურსდამთავრებულებო!
აწსუ კურსდამთავრებულთა ასოციაციას, მუშაობის პრაქტიკიდან გამომდინარე, აუცილებლად მიაჩნია ფონდის შექმნა, რადგან, დაუფინანსებლობის გამო, მას მრავალი გეგმა და იდეა განუხორციელებელი აქვს.
თქვენი მხრიდან ნებისმიერი რაოდენობის თანხის შემოწირულობა ასოციაციისათვის დიდი მხარდაჭერა იქნება.
ჩვენი საბანკო რეკვიზიტებია:
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ანგ. №340801002
კოდი №220101888
ს/ს „თიბისი“ ბანკის ქუთაისის ფილიალი
ს/კ 212693049
სავალდებულოა მიუთითოთ: აწსუ კურსდამთავრებულთა
ასოციაციისათვის
ძვირფასო კურსდამთავრებულებო!
აწსუ კურსდამთავრებულთა ასოციაციას გაზეთში „ქუთაისის უნივერსიტეტი“ პერიოდულად ეთმობა ცალკე გვერდი სახელწოდებით „კურსდამთავრებული“. მასში სიამოვნებით გამოვაქვეყნებთ ინფორმაციას თქვენი საქმიანობისა და მიღწევების შესახებ. ამასთანავე, კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ეძლევათ ფართო საზოგადოებას გააცნონ თავიანთი შემოქმედება.
გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია და მასალები გაზეთისათვის.