ბეჭდვა

10/06/2009

სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა - ჩვენება

2009 წლის 5 ივნისს ქალაქ ქუთაისში, საზოგადოება „ქუთაისელის“ დარბაზში გაიმართა საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის ტექსტილის, ტექნოლოგიისა და დიზაინის დეპარტამენტის სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა - ჩვენება.    ჩვენების ორგანიზატორები იყვნენ საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი (პროფ. მ. შალამბერიძე) და ტექსტილის ტექნოლოგიისა და დიზაინის დეპარტამენტის პროფ. ე. ბუაძე.
ძირითადად წარმოდგენილი იყო III და IV კურსის სტუდენტების მიერ, დეპარტამენტის ლაბორატორიებში შექმნილი ნაკეთობები: თექა (სურათები, ჩანთები, ქამრები, მოსასხამები), ფარდაგები, მხატვრული ტრიკოტაჟის კაბა-კოსტუმები და ბატიკას მეთოდით მოხატული ქსოვილები.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ტელეფონი: (+995 331) 4 57 84
ფაქსი: (+995 331) 4 38 33
© აწსუ, 2008 | WebMaster სერგი ჯიშკარიანი