მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017
ქ. ქუთაისი, ცენტრალური ბაღი
27 სექტემბერი, 14:00 – 18:00 საათი


„მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017“-ის ფარგლებში ქ. ქუთაისში ცენტრალურ ბაღში გაიმართება სამეცნიერო პიკნიკი. სამეცნიერო პიკნიკზე დამსწრე საზოგადოებას და სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სამეცნიერო ექსპერიმენტებში, ჩაატარონ ცდები, გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიების მიღწევებს და ა.შ.
სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებები.
ღონისძიების დასაწყისში გაიმართება ევროპული სამეცნიერო შოუ (სახალისო, გასართობი სამეცნიერო ექსპერიმენტების კოლაჟი).

fShare
0