III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჰუმანიტარულ მეცნიერებებში

III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჰუმანიტარულ მეცნიერებებში
,,თანამედროვე ინტერდისციპლინარიზმი და ჰუმანიტარული აზროვნება“
13-15 ოქტომბერი, 2017 წელი

აწსუ-ში უკვე მესამეჯერ ტარდება აღნიშნული კონფერენცია, რომელიც ჰუმანიტარული მეცნიერებების სრულ სპექტრს მოიცავს და ინტერდისციპლინარული ხასიათისაა. კონფერენციის ფარგლებში მუშაობს 6 სექცია - ქართველოლოგია (ენა, ლიტერატურა,ისტორია), ლინგვისტიკა, ლიტმცოდნეობა, ორიენტალისტიკა, ხელოვნება, კულტურა და მეთოდიკა. მონაწილეები - 214, აქედან 110 აწსუ, დანარჩენი საქართველოს და უცხოეთის (ავსტრია, გერმანია, ჩეხეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ირანი, თურქეთი, ეგვიპტე) უნივერსიტეტებიდან.
სექციური მუშაობის გარდა გათვალისწინებულია სხვა ფორმატები, კერძოდ:

პლენარული სხდომები:
13.10.2017 11.30. – 12.15.
 მაია ჩხეიძე – პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - ადამიანი სამყაროში და სამყაროს ხატში
 სოსო სიგუა - პროფესორი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ელინოფილური კრიტიციზმი ქართულ კულტურაში
 ირმა ყიფიანი, მაია ალავიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ინტერდისციპლინური კვლევითი პროექტი
14.10. 2017 09.30 -10.30.
 ავთანდილ ნიკოლეიშვილი - პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ეროვნული ცნობიერების წარმომჩენი რეალიები ფერეიდნელ ქართველთა მხატვრულ ნააზრევში
 ნინო ფირცხალავა – პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – ქართული კულტურის ადოლფ ენდლერისეული დოკუმენტური ხატის კონტექსტუალიზაციის საკითხი
 ნინო კირვალიძე - პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – ანგლიციზაციის ახალი გამოწვევები 21–ე საუკუნეში და საქართევლო გლობალიზაციის კონტექსტში

პრეზენტაციები:
13.10.2017 13.45-14.45
 წიგნის პრეზენტაცია –– ლაზეთი ისტორიულ–ფილოლოგიური წიაღსვლები –ავთანდილ ნიკოლეიშვილი (პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი)
 მეგობრობის უნიკალური ისტორია (ქუთაისი–ნიუპორტი) –– ნინო ნიჟარაძე (ასოცირებული პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი)
 ქართულ–გერმანული ურთიერთობების წახნაგები – თამაზ გვენეტაძე (ფილოსოფიის დოქტორი, რეგიონალური ხელმძღვანელი, სასწავლო ცენტრი ბიოზენი, მაინცის რეგიონი, გერმანია)
14.10.2017 10.30–11.30
 ევროპელი ავტორები ქუთაისის შესახებ. ბერტა ფონ ზუტნერი – ავთანდილ ნიკოლეიშვილი (პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი)
ირმა ყიფიანი, შორენა ფხაკაძე (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი)
 დიუმას ნაკვალევზე (დოკუმენტური ფილმი) – თომა ჩაგელიშვილი, გიორგი კეკელიძე, დავით ბუჯიაშვილი (ევროკავშირის დახმარებების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი)

ტრენინგ–მოდულები:
15.10.2017
09.00 – 12.00
 ვორქშოფი 1 – სწავლების ინტერაქტიური მეთოდები
 ვორქშოფი 2 – მენტალური ლექსიკონი (ლექსიკაზე მუშაობა)
10.30.–12.00
 ინტერ-არტი, გამოფენა – ირაიდა კროტენკო (პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი)
 ფილოლოგიური სემინარი – ავთო ვარაზის შემოქმედება სემიოტიკურ პლანში - ირაიდა კროტენკო – პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი

 

fShare
0