კონკურსი Erasmus+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში, გერმანია

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს (1 ადგილი), აკადემიურ  (1 ადგილი) და ადმინისტრაციულ პერსონალს (1 ადგილი).  
სპეციალობები: ეკონომიკა, გერმანული ლიტერატურა და ლინგვისტიკა, კავკასიოლოგია და სლავისტიკა, გერმანული როგორც უცხო ენა, ბიოლოგია, არქეოლოგია და ანტიკური მეცნიერებები.

აუცილებელი მოთხოვნაა გერმანული ენის ცოდნა (B2 სტუდენტები,  C1 აკადემიური პერსონალი).

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
სტუდენტები: 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი  - 5 თვე
აკადემიური  პერსონალი (ლექციების წაკითხვა ): 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი - 9 დღე
ადმინისტრაციული პერსონალი: 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი - 9 დღე

საჭირო დოკუმენტები:
1.   CV
2.    პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
3.    სამოტივაციო წერილი
4.    ნიშნების ფურცელი
5.    ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
6.    პუბლიკაციების ჩამონათვალი (აკადემიური პერსონალისა და დოქტორანტებისათვის)
7.    სტუდენტის ცნობა/ცნობა სამუშაო ადგილიდან
8.    სასწავლო ხელშეკრულება (სტუდენტებისათვის), სამუშაო გეგმა (აკად./ადმინ. პერსონალისათვის)
9.    თანხმობის წერილი იენის უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (აკად./ადმინ. პერსონალისათვის)  

საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის 28  ნოემბრამდე
აწსუ  საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურში  

დამატებითი ინფორმაციისათვის
იხილეთ: http://www.uni-jena.de/en/guest_studies.html
ან მიმართეთ აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურს (III კორპუსი, V სა-რთული, ოთახი 3504)  

fShare
0