"ეკოლოგიური ექსპედიცია საქართველოში"

30  ნოემბერს აწსუ-ს მწვანე დარბაზში ჩატარდა ასოცირებული პროფესორის, ირაკლი ჯულაყიძის პრეზენტაცია "ეკოლოგიური ექსპედიცია საქართველოში ევროპული უნივერსიტეტების მონაწილეობით, რომელზეც წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ცენტრალური აზიისა და კავკასიის ეკოლოგიური განათლების განვითარების სკოლის მიერ ორგანიზებული სასწავლო-სამეცნიერო ექსპედიციის შესახებ. ექსპედიცია მოეწყო 28.08.2017-20.09.2017 - ში და მისი პარტნიორები იყვნენ აწსუ, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტი, ილიას უნივერსიტეტი და მთასვლელთა და მოგზაურთა კლუბი "თეთნულდი", ექსპედიციაში მონაწილეობას იღებდნენ შვეიცარიის, გერმანიისა დავ ავსტრიის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომელთა მიზანი იყო საქართველოს ბუნების, ბიომრავალფეროვნებისა და უძველესი კულტურის გაცნობა, მათი ინტერესის სფერო მოიცავდა ეკოლოგიას, გეოგრაფიას, ბიოლოგიას, გეოლოგიას.
ექსპედიცია ჩატარდა იმერეთის, სამეგრელოს, სვანეთის, აჭარის, ქართლისა და ყაზბეგის რეგიონებში და მათ არეალში არსებულ დაცულ ტერიტორიებში.ექსპედიის ფარგლებში მოხდა კვლევისთვის აუცილებელი მასალების შეგროვება.  

fShare
0