კარიერის დღე აწსუ-ში

მ/წლის 5 დეკემბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა და აგრარული ფაკულტეტების სტუდენტებისათვის ჩატარდა კარიერის დღე. ღონისძიება გაიმართა ჩეხეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „განათლების ხარისხის გაუმჯობესება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ფარგლებში. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო, სამეწარმეო ორგანიზაციებმა, ტელე-რადიო კომპანიებმა, წარმატებულმა ადამიანებმა, უნივერსიტეტის პარტნიორმა ორგანიზაციებმა. მათ მიერ მოწყობილმა საინფორმაციო კუთხეებმა და  პრეზენტაციებმა არაერთი სტუდენტი დააინტერესა.
კარიერის დღეს აწსუ რექტორი გიორგი ღავთაძე, აწსუ საგარეო ურთიერთობებისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი დავით გეგეჭკორი, ვიცე-გუბერნატორი გრიგოლ დალაქიშვილი, ვიცე-მერი გიორგი იობაშვილი, საკრებულოს წარმომადგენელი ოთარ ლორთქიფანიძე, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა და აგრარული ფაკულტეტების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

fShare
0