ტრენინგ კურსი „ინგლისური აკადემიური წერა და პუბლიკაციები“

ნორვეგიული პროექტის ფარგლებში „მდგრადი ტურიზმი: მეწარმეობასოფლად და მემკვიდრეობა. თანამშრომლობა საგანმანათლებლო სფეროში ყირგიზეთს,საქართველოსა და ნორვეგიას შორის“ ტარდება  ტრენინგ კურსი „ინგლისური აკადემიური წერა და პუბლიკაციები“. ერთობლივი კურსი ჩატარდება ონლაინ რეჟიმში მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან ივნისის ჩათვლით და დასრულდება სემინარით ქ. ბათუმში (1-2 ივლისი 2018 წელი). სემინარს ჩაატარებენ: დევიდ ერლანდ ისაკსენი - ნორვეგიის სამხრეთ-აღმოსავლეთის უნივერსიტეტის პროფესორი  რეიდარ მიკლეტუნი - სტავანგერის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი,  ნორვეგიის სამეფო სამეცნიერო აკადემიის წევრი. კურსში მონაწილეობისათვის შეირჩევა 3 მასწავლებელი და 3 სტუდენტი. მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია მიმდინარე წლის 27იანვრამდე. (დანართი 1), და გააგზავნონ  ელ. ფოსტაზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.