2017

ჩვენება:
სორტირება:
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის აფილირების წესი # 133

1. დამტკიცდეს სსიპ- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის აფილირების წესი წარმოდგენილი სახით.

2. დადგენილება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე

 

 

წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი:                                                                               პროფ. სულხან კუპრაშვილი

აგრარული ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - „აგრარულ მიმართულებათა სამეცნიერო -კვლევითი ცენტრი - ს“ დებულების,  სტრუქტურისა და ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ #116



       

წარმომადგენლობითი საბჭო

BOARD OF REPRESENTATIVES OF AKAKI
TSERETELI STATE UNIVERSITY

თამარ მეფის ქ. № 59                                          ტელ: (+995 431 244778) ფაქსი (+995 331) 24 38 33
მის: 4600, საქართველო, ქუთაისი                                           ელ. ფოსტა atsu@atsu.edu.ge

საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
წარმომადგენლობითი საბჭოს დადგენილება
№ 116
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
აგრარული ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - „აგრარულ მიმართულებათა სამეცნიერო -კვლევითი ცენტრი - ს“ დებულების,  სტრუქტურისა და ბიუჯეტის  დამტკიცების   შესახებ

ქ. ქუთაისი                            20 ივნისი  2017 წ.

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - „აგრარულ მიმართულებათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი-ს“ დებულება,  სტრუქტურა და ბიუჯეტი  წარმოდგენილი სახით.


2. დადგენილება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



წარმომადგენლობითი საბჭოს
სპიკერი:                                                                                    პროფ. სულხან კუპრაშვილი

სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის
„აგრარულ მიმართულებათა სამეცნიერო -კვლევითი ცენტრი-ს“

დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1.1. სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი ერთეული „აგრარულ მიმართულებათა სამეცნიერო -კვლევითი ცენტრი“ (შემდეგში - „ერთეული“) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის (შემდეგში „ფაკულტეტი“) სტრუქტურული ერთეული.
1.2. ერთეული თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით, უნივერსიტეტის წესდებით, ფაკულტეტის დებულებითა და ამ დებულებით.
1.3. ერთეულის დებულებას წარადგენს ფაკულტეტის საბჭო, განიხილავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

მუხლი 2.ერთეულის მიზანი:
ერთეულის მიზანია ფაკულტეტის სამეცნირო-კვლევითი პროფილის ფორმირების ხელშეწყობა, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შემდგომი გაღრმავება, კვლევითი პროექტების შემუშავება წინასწარ შეთანხმებული მიმართულებებით, სტუდენტთა ჩართულობის ამაღლება სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში და მიღწეული შედეგების სასწავლო პროცესში მაქმიმალური ინტეგრირების მხარდაჭერა.
სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მიმართულებაა:
1. ციტრუსოვან მცენარეთა  სელექცია-გენეტიკა

მუხლი 3.ერთეულის უფლებამოსილება.
       ფაკულტეტის საბჭოსთან შეთანხმებით, ერთეულს უფლება აქვს განახორციელოს:
3.1. ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო კვლევები;
3.2. საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
3.3. ორგანიზება გაუწიოს კონფერენციებსა და სხვა სამეცნიერო ღონისძიებებს;
3.4. ითანამშრომლოს საქართველოსა და უცხოეთის სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებთან;
3.5.  მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში.
3.6.მონაწილეობა მიიღოს ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებასა და განხორციელებაში, აგრეთვე, სტუდენტთა მიერ კვლევითი ხასიათის ნაშრომების შესრულებაში;
3.7. მოიპოვოს სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო პროექტები, სტუდენტები ჩართოს  საგრანტო პროექტებსა და კვლევით საქმიანობაში, ხელი შეუწყოს მათ მონაწილეობას ეროვნულ და საერთაშორისო კონფერენციებსა და სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში.

მუხლი 4.ერთეულის მართვის ორგანოები, სტრუქტურა და პერსონალი.
4.1. ერთეულის მართვას ახორციელებს ფაკულტეტის საბჭო.
4.2. ერთეულს ჰყავს სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი და რომლის მიერ გაწეული საქმიანობა ასახვას ჰპოვებს  აკადემიური პერსონალის  საშტატი განრიგით გათვალისწინებულ სამეცნიერო დატვირთვაში.
4.3. ერთეულის პრიორიტეტებს განსაზღვრავს ფაკულტეტის საბჭო, სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებით. პრიორიტეტების შერჩევას ფაკულტეტის საბჭო ახდენს წარმოდგენილი პროექტების განხილვისა და დამტკიცების შედეგად.
4.4. ფაკულტეტის საბჭოს უფლება აქვს, პრიორიტეტების გამოკვეთისა და პროექტების შერჩევის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, ჩართოს შესაბამისი დარგის აღიარებული, მაღალკვალიფიციური ექსპერტი;
4.5. ფაკულტეტის საბჭო, სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ხელმძღვანელის  წარდგინებით, ერთეულის მიმართულებად   ამტკიცებს გამოკვეთილი პრიორიტეტების შესაბამის პროექტს  და მის ხელმძღვანელს
 4.6. ერთეულის სტრუქტურას და პერსონალისთვის საჭირო კონპენტენციებს განსაზღვრავს ფაკულტეტის საბჭო კვლევის მიმართულების  პრიორიტეტულობის ადექვატურად.

4.7. ერთეულის პერსონალი შედგება:
       ა)  სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ხელმძღვანელი
       ბ)  სამეცნიერო მიმართულების (კვლევითი პროექტის) ხელმძღვანელი
       გ) მკვლევარი
       დ) კონსულტანტი
       ე) ტექნიკური მუშაკი
4.8. მკვლევარის, კონსულტანტებისა და ტექნიკური მუშაკების რაოდენობას, მათ უფლება მოვალეობებსა და შრომის ანაზღაურების პირობებს ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებით
4.8. სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის პერსონალთან ფორმდება შრომითი ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერს უნივერსიტეტის რექტორი.

მუხლი 5. ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილება სამეცნიერო-კვლევით ერთეულთან მიმართებით.
ფაკულტეტის საბჭო:
-    განიხილავს და განსაზღვრავს ერთეულის მართვისა და განვითარების საკითხებს;
-    განიხილავს და ამტკიცებს ერთეულის საქმიანობის შედეგებს/ანგარიშებს/სამეცნიერო მოხსენებებს არანაკლებ წელიწადში ორჯერ;
-    ხელმძღვანელის წარდგინებით ან/და მისი მონაწილეობით განიხილავს სამეცნიერო კონფერენციებისა და სხვა სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზების, საქართველოსა და უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობის, საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის, სამეცნიერო-საგრანტო პროექტებში, ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში სტუდენტთა ჩართულობისა და მსგავსი თემატიკის საკითხებს;

მუხლი 6. ერთეულის ხელმძღვანელის უფლებამოსილება
ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ხელმძღვანელი:
-    ხელმძღვანელობს ერთეულის საქმიანობას დაუზრუნველყოფს მის ეფექტიანობას;
-    ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ერთეულის მიმართულების /მიმართულებების  განმსაზღვრელ პროექტს და ხელმძღვანელების კანდიდატურებს;
-    სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ან ასოცირებულმა პროფესორმა. განსაკუთრებულ შემთხვევაში, ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ხელმძღვანელად განიხილოს იმ პირის კანდიდატურაც, რომელიც არ არის აწსუ თანამშრომელი. ამ შემთხვევაში, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს აწსუ პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს.

მუხლი7. ერთეულის პერსონალის უფლება-მოვალეობები
7.1. პერსონალს უფლება აქვს:
ა) განახორციელოს სამეცნიერო კვლევა და შეუზღუდავად გამოაქვეყნოს კვლევისშედეგები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი შეზღუდვა შრომითი ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული ან ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას;
ბ) დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის მეთოდები და საშუალებები;
გ) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო და კვლევითი კომპონენტების შესრულებაში;
დ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებასთან ერთად მონაწილეობა მიიღოს საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებში, აგრეთვე ისარგებლოს ინდივიდუალური გრანტის/გრანტების დაფინანსებით და მიიღოს დამატებითი დაფინანსება;
ე) განახორციელოს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
7.2. პერსონალი ვალდებულია:
ა) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებით /სამართლებრივი აქტებით და ამდებულებით დადგენილი მოთხოვნები;
ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
გ) ყოველწლიურად წარადგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში, დადგენილი წესით.

მუხლი 8. ერთეულის ფინანსური უზრუნველყოფა
8.1. ერთეულის ხარჯები განისაზღვრება ფაკულტეტის ხარჯვითი ლიმიტის მოცულობით და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
8.2. ერთეულის დაფინანსების წყარო შეიძლება გახდეს:
-    ფაკულტეტის საბჭოს მიერ ფაკულტეტის ხარჯვითი ლიმიტის ფარგლებში აკუმულირებული თანხები;
-    მოპოვებული სამეცნიერო გრანტები;
-    კვლევის შედეგების კომერციალიზაციით მიღებული თანხები;
-    დახმარებები და სხვადასხვა სახის შემოწირულობები.
8.3. ერთეულის ფუნქციონირების პერიოდში შექმნილი ინტელექტუალური და მატერიალური ფასეულობები წარმოადგენს უნივერსიტეტის საკუთრებას.

9. ერთეულის საქმიანობის მონიტორინგი
9.1. ერთეულის საქმიანობის მონიტორნგს ახორციელებს ფაკულტეტის საბჭო უნივერსიტეტში მიღებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით;
9.2. იმ შემთხვევაში, თუ ერთეულის ხელმძღვანელი ან პერსონალი სათანადოდ ვერ ასრულებს ამ დებულებით განსაზღვრულ მოვალეობებსა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებსფაკულტეტის საბჭო, ხმათა უმრავლესობით, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დაკავებული თანამდებობიდან ვადაზე ადრე მათი გათავისუფლების და ერთეულის რეორგანიზების შესახებ;

მუხლი10. ცვლილებების შეტანის წესი
ერთეულის დებულებაში ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება გააჩნიაფაკულტეტის საბჭოს, გარდა ერთეულის შექმნის, მართვისა და ფინანსური უზრუნველყოფის საკითხებისა.













აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის
“ აგრარულ მიმართულებათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“
მიმართულება: ციტრუსოვან მცენარეთა სელექცია-გენეტიკა
პერსონალი
#    თანამდეობრივი პოზიცია    სამსახურებრივი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები
1    სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ხელმძღვანელი

როლანდ კოპალიანი

    ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ხელმძღვანელი:
-    ხელმძღვანელობსერთეულისსაქმიანობასდაუზრუნველყოფსმისეფექტიანობას;
-    ფაკულტეტისსაბჭოსდასამტკიცებლად წარუდგენსერთეულისმიმართულების /მიმართულებების  განმსაზღვრელ პროექტს და ხელმძღვანელებისკანდიდატურებს;
-    ასრულებსსაქართველოსკანონმდებლობით,
უნივერსიტეტისწესდებით/სამართლებრივი
აქტებითდა“ აგრარულ მიმართულებათასამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“-სდებულებითდადგენილიმოთხოვნებს;
-    ყოველწლიურადწარადგენსშესრულებულისამუშაოსანგარიშსს, დადგენილიწესით.
2    მიმართულების ხელმძღვანელი
ნინო ყიფიანი
260,0 ლარი    მოვალეობები:

•    უზრუნველყოფს პროექტით გათვალისწინებული ამოცანებისა და ღონისძიებების ეფექტიან მართვას და ზედამხედველობას უწევს დაგეგმილ განსახორციელებელ    სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ციტრუსოვან მცენარეთა სელექცია-გენეტიკის მიმართულებით.
•     ორგანიზებას უწევს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობაში ჩართულ პერსონალს მიმდინარე სამუშაოების სრულყოფილად შესრულებაში.
•    ხელს უწყობს ლაბორატორიის  ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების სიტემის გაძლიერებას (სემინარებისა და ტრენინგების ჩატარების გზით).
•     უზრუნველყოფს ინფორმაციული სისტემის შექმნასა და დამუშავებას.
•      ზედამხედველობს პროექტით დაგეგმილი სელექციური და  აგროტექნოლოგიური მეთოდების განხორციელების პროცესებს.
•    უზრუნველყოფს მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი  სამოქმედო გეგმის  მიხედვით  დასახული ღონისძიებების ჩატარებას, რომლის ფარგლებში შეუძლია განახორციელოსსამეცნიეროკვლევადაშეუზღუდავადგამოაქვეყნოსკვლევისშედეგები,
დამოუკიდებლადგანსაზღვროსსამეცნიეროკვლევისმეთოდებიდასაშუალებები; მონაწილეობამიიღოსუნივერსიტეტისსაგანმანათლებლოპროგრამებისსასწავლოდაკვლევითიკომპონენტებისშესრულებაში; სამეცნიერო-კვლევითისაქმიანობისგანხორციელებასთანერთადმონაწილეობამიიღოსსაგრანტოდაფინანსებისმოსაპოვებელკონკურსებში, აგრეთვეისარგებლოსინდივიდუალურიგრანტის/გრანტებისდაფინანსებითდამიიღოსდამატებითიდაფინანსება;
•    ახორციელებს მონიტორინგს და წარადგენს ანგარიშს საბოლოოო შედეგებზე.

3    მკვლევარი
ჯულიეტა სანიკიძე
180,0 ლარი    მოვალეობები:
•    ჩართულია კვლევაში და კოორდინირებას უწევს  სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შესრულებას გენეტიკური და სელექციური   მეთოდების გამოყენებით.
•    ახორციელებს  საცდელ მცენარეებზე ბიო-მორფოლოგიურ და ფენოლოგიურ დაკვირვებებს.
•    უზრუნველყოფს ჰიბრიდული ნაყოფების ბიოქიმიური და მექანიკური ანალიზის ჩატარების პროცესებს.
•    კოორდინაციას უწევს სასტენდო მოხსენებებისა და სტატიების მომზადებას.
•     ორგანიზებას უწევს სადემონსტრაციო დღეების ჩატარებას.
•    ახორციელებს ერთეულის დებულებით მინიჭებულ უფლება-მოვალეობებს
4    მკვლევარი
 გიორგი გეწაძე
180,0 ლარი    მოვალეობები:

•    ჩართულია კვლევაში და კოორდინირებას უწევს  სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შესრულებას აგროეკოლოგიური მეთოდების გამოყენებით.
•    ახორციელებს საცდელი მცენარეების მიმართ ყინვაგამძლეობის ამაღლების არაპირდაპირი აგროტექნიკური ღონისძიების გატარებას
•    აღრიცხავს და შეაფასებს საცდელი მცენარეების ყინვაგამძლეობას.
•    კურირებს  თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგებისა და სემინარების ჩატარებას
•    მონაწილეობს  სამეცნიერო ნაშრომებისა და სტატიების მომზადების პროცესში.
•    ახორციელებს ერთეულის დებულებით მინიჭებულ უფლება-მოვალეობებს
5    კონსულტანტი
ალექსანდრე მიქელაძე
180,0 ლარი    მოვალეობები:

•    მიმართულების პერსონალს კონსულტაციას უწევს  სამეცნიერო-კვლევითი  საქმიანობის შესახებ ინფორმაციული სისტემის შექმნას, მონაცემთა შეგროვებას, დამუშავებას და დაინტერესებული  პირებისათვის (მეცნიერები, დარგის სპეციალისტები, ფერმერები, სტუდენტები) ინფორმაციის დროული მიწოდებისა და გაზიარების თავისებურებებზე.
•    ურთიერთობს მეცნიერებათა აკადემიებთან,  საჯარო სკოლებთან, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებთან,  სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან, ფერმერთა ასოციაციებთან.
•    მონაწილეობს  სამეცნიერო პუბლიკაციების, სტატიების, ბუკლეტების მომზადების პროცესში.
•    ორგანიზებას უწევს ადგილობრივ და საერთაშორისო  კონფერენციების ჩატარებას.
•    ახორციელებს ერთეულის დებულებით მინიჭებულ უფლება-მოვალეობებს

6    ტექნიკური მუშაკი
 მაია მელაძე
250,0 ლარი    მოვალეობები:
•    პასუხისმგებელია სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობასა და პროექტით გათვალისწინებული  საველე სამუშაოების შესრულებზე.
•     ასრულებს ხელმძღვანელისგან მიღებულ დავალებებს.
•    პასუხისმგებელია დაგეგმილი მოვლითი სამუშაოების შესრულებაზე (მავნებელ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები, მწკრივთაშორისების დამუშავება, შესაფუთი მასალით შეფუთვა)
•    ახორციელებს ერთეულის დებულებით მინიჭებულ უფლება-მოვალეობებს
7    ტექნიკური მუშაკი
დალილა შენგელია
250,0 ლარი    მოვალეობები:
•    პასუხისმგებელია საცდელ მცენარეებზე მოვლითი სამუშაოების შესრულებაზე
•    ასრულებს ხელმძღვანელისგან მიღებულ დავალებებს.
•    პასუხისმგებელია ჰიბრიდული მცენარეების ვეგეტატიური გამრავლების პროცესის წარმართვაზე.
•    ახორციელებს ერთეულის დებულებით მინიჭებულ უფლება-მოვალეობებს
8    ტექნიკური მუშაკი
ლია გეგჭკორი
250,0 ლარი    მოვალეობები:
•    პასუხისმგებელია საცდელ მცენარეებზე აგროტექნიკური ღონისძიებების  შესრულებაზე.
•    ასრულებს ხელმძღვანელისგან მიღებულ დავალებებს.
•    პასუხისმგებელია დაგეგმილი ღონისძიებების შესრულებაზე (სიდერატების თესვა,  მულჩირება, ნიადაგის გაფხვიერება, მორწყვა, ნაიადაგის განოყიერება)
•    ახორციელებს ერთეულის დებულებით მინიჭებულ უფლება-მოვალეობებს



ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების,  სტრუქტურისა და ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ #112

 

 

     

 

წარმომადგენლობითი საბჭო

 

BOARD OF REPRESENTATIVES OF AKAKI

TSERETELI STATE UNIVERSITY

 

თამარ მეფის ქ. № 59                                          ტელ: (+995 431 244778) ფაქსი (+995 331) 24 38 33

მის: 4600, საქართველო, ქუთაისი                                           ელ. ფოსტა atsu@atsu.edu.ge

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის

წარმომადგენლობითი საბჭოს დადგენილება

№ 112

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების,  სტრუქტურისა და ბიუჯეტის  დამტკიცების   შესახებ

ქ. ქუთაისი                                                            18 მაისი  2017 წ.

 

  1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულება, სტრუქტურა და ბიუჯეტი წარმოდგენილი სახით.

 

 

  1. დადგენილება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

 

წარმომადგენლობითი საბჭოს

სპიკერი:                                                                                    პროფ. სულხან კუპრაშვილ

სსიპ აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტში არსებული

უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შემსწავლელი სამეცნიერო

ცენტრის დე­ბუ­ლე­ბა

 

მუხ­ლი 1.   ზო­გა­დი დე­ბუ­ლე­ბა­ნი

1.1. სსიპ აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტში (შემ­დგომ­ში - უნი­ვერ­სი­ტე­ტი) უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შემსწავლელი სამეცნიერო ცენტრი (შემ­გომ­ში - ცენტრი) ფუნქციონირებს ყოველწლიური პროგრამული დაფინანსებით. ცენტრი წარ­მო­ად­გენს უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამხმარე სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­ულს.

1.2. ცენტრი  თა­ვის  საქ­მი­ა­ნო­ბა­ში  ხელ­მძღვა­ნე­ლობს  სა­ქარ­თვე­ლოს  კა­ნო­ნე­ბით, უნივერსიტეტის  მართვის  ორგანოების  გადაწყვეტილებებით, უნი­ვერ­სი­ტე­ტის წეს­დე­ბით და  წი­ნამ­დე­ბა­რე დე­ბუ­ლე­ბით.

1.3. ცენტრი თა­ვი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლია უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი­ს წი­ნა­შე, ას­რუ­ლებს კა­ნო­ნით მი­ერ კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბებს.

 

მუხ­ლი 2.  სა­მეც­ნი­ე­რო-კვლევითი  ცენტრის  საქ­მი­ა­ნო­ბის  სფე­რო,  მიზნები, ამო­ცა­ნე­ბი  და   ფუნ­ქცი­ე­ბი

2.1. ცენტრის და­ნიშ­ნუ­ლე­ბაა საფუძვლიანად შეისწავლოს და წარმოაჩინოს უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის სათანადოდ შეუსწავლელი და დღემდე უცნობი საკითხები.

ცენტრი არ შემოიფარგლება მხოლოდ ქართული ემიგრაციის ისტორიით და მისი შესწავლის საგანი ასევე გახდება როგორც ისტორიული ავბედობის გამო უცხო ქვეყნების (თურქეთი, ირანი და ა.შ) ბინადრებად ქცეული ჩვენი წინაპრების ისტორიული ყოფა და კულტურული მემკვიდრეობა, ასევე ისრაელსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში დამკვიდრებული ქართველ ებრაელთა ურთიერთობა საქართველოსთან და მათი როლი ქართული კულტურის ისტორიაში.

მუხ­ლი 3. სა­მეც­ნი­ე­რო-კვლევითი ცენტრის სტრუქტურა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა

3.1. სა­მეც­ნი­ე­რო-კვლევითი ცენტრის სტრუქტურა მოიცავს:

 

  • ცენტრის ხელმძღვანელის ოფისს (ცენტრის ხელმძღვანელის თანაშემწე; ცენტრის ხელმძღვანელის ოფისის მენეჯერი)

 

  • შემდეგ კვლევით მიმართულებებს:

 

ა) ქართული ემიგრაციის ისტორია და კულტურა;

ბ) თურქეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა;

გ) ირანის ისლამურ რესპუბლიკაში (ფერეიდანში) მცხოვრებ ქართველთა ისტორიული ყოფა და კულტურა;

დ) ისრაელსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში დამკვიდრებულ ქართველ ებრაელთა ურთიერთობა  საქართველოსთან და მათი როლი საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში.

 

 

3.2. ცენტრის საქმიანობას წარმართავს ცენტრის ხელმძღვანელი,     რომელსაც ამ თანამდებობაზე ნიშნავს და  ათავისუფლებს უნივერსიტეტის  რექტორი.

3.2.2.  ცენტრის ხელმძღვანელი:

ა) წარ­მარ­თავს ცენტრის მუ­შა­ო­ბას უნი­ვერ­სი­ტე­ტის წეს­დე­ბი­სა და ცენტრის დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

ბ) აძლევს შესაბამის მითითებებსა და დავალებებს ცენტრის თა­ნამ­შრომ­ლებს.

გ) ცენტრის თა­ნამ­შრო­მელ­თა დის­ციპ­ლი­ნუ­რი (ან სხვა სა­ხის) გა­დაც­დო­მი­სას უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის წი­ნა­შე სვამს სა­კითხს სა­თა­ნა­დო ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ.

დ) წარ­მო­ად­გენს ცენტრს უნი­ვერ­სი­ტე­ტის მარ­თვის ორ­გა­ნო­ებ­თან, ფა­კულ­ტე­ტებ­თან და სხვა სამსახურებთან.

ე) უნივერსიტეტის მართვის ორგანოების გადაწყვეტილებით, თა­ვი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში ახორ­ცი­ე­ლებს სხვა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბებს.

 

 

 

მუხ­ლი 4. რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია  და  ლიკ­ვი­და­ცია

ცენტრის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია და ლიკ­ვი­და­ცია ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით.

 

მუხ­ლი 5. დე­ბუ­ლე­ბა­ში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნის წე­სი

დე­ბუ­ლე­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი­სა და და­მა­ტე­ბე­ბის შე­ტა­ნა ხორ­ცი­ელ­დე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით.

 

 

ფაკულტეტთან არსებული სამეცნიერო -კვლევითი ერთეულის დებულების პროექტის დამტკიცების შესახებ #102

 

 

 

 

წარმომადგენლობითი საბჭო

 

BOARD OF REPRESENTATIVES OF AKAKI

TSERETELI STATE UNIVERSITY

 

თამარ მეფის ქ. № 59                                          ტელ: (+995 431 244778) ფაქსი (+995 331) 24 38 33

მის: 4600, საქართველო, ქუთაისი                                           ელ. ფოსტა atsu@atsu.edu.ge

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის

წარმომადგენლობითი საბჭოს დადგენილება

№ 102

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ფაკულტეტთან არსებული სამეცნიერო -კვლევითი ერთეულის დებულების პროექტის   დამტკიცების შესახებ.

 

 

  

ქ. ქუთაისი                                                            2 თებერვალი  2017 წ.

 

  1. დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ფაკულტეტთან არსებული სამეცნიერო -კვლევითი ერთეულის დებულების პროექტი წარმოდგენილი სახით.

 

(დანართი თან ახლავს)

 

  1. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

 

წარმომადგენლობითი საბჭოს

სპიკერი:                                                                                    პროფ. სულხან კუპრაშვილი

სსიპ აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფაკულტეტთან არსებული სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის

 

დებულება

 

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.1. სსიპ - აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის _________________________ ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი ერთეული (შემდეგში - „ერთეული“) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის  _________________________ ფაკულტეტის (შემდეგში „ფაკულტეტი“) სტრუქტურული ერთეული.

1.2. ერთეული თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით, უნივერსიტეტის წესდებით, ფაკულტეტის დებულებითა და ამ დებულებით.

1.3. ერთეულის დებულებას განიხილავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. წინამდებარე დებულება ატარებს ზოგად ხასიათს და ინტერესის გამოხატვის შემთხვევაში, ცალკეული ფაკულტეტის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას საკუთარ სტრუქტურაში სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შექმნის შესახებ, ფაკულტეტის სპეციფიკისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით. ფაკულტეტის მიერ შემუშავებული დებულების პროექტი დასამტკიცებლად წარედგინება უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.

 

მუხლი 2.  ერთეულის მიზანი:

ერთეულის მიზანია ფაკულტეტის სამეცნირო-კვლევითი პროფილის ფორმირების ხელშეწყობა, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შემდგომი გაღრმავება, კვლევითი პროექტების შემუშავება წინასწარ შეთანხმებული მიმართულებით, სტუდენტთა ჩართულობის ამაღლება სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში და მიღწეული შედეგების სასწავლო პროცესში მაქმიმალური ინტეგრირების მხარდაჭერა.

 

მუხლი 3. ერთეულის უფლებამოსილება.

ფაკულტეტის საბჭოსთან შეთანხმებით, ერთეულს უფლება აქვს განახორციელოს:

3.1. ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო კვლევები;

3.2. საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

3.3. ორგანიზება გაუწიოს კონფერენციებსა და სხვა სამეცნიერო ღონისძიებებს;

3.4. ითანამშრომლოს საქართველოსა და უცხოეთის სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებთან;

3.5. მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში.

3.6. მონაწილეობა მიიღოს ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებასა და განხორციელებაში, აგრეთვე, სტუდენტთა მიერ კვლევითი ხასიათის ნაშრომების შესრულებაში;

3.7. სტუდენტები ჩართოს სამეცნიერო-კვლევით საგრანტო პროექტებში, ხელი შეუწყოს მათ მონაწილეობას ეროვნულ და საერთაშორისო კონფერენციებსა და სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში.

 

მუხლი 4. ერთეულის მართვის ორგანოები, სტრუქტურა და პერსონალი.

4.1. ერთეულის მართვას ახორციელებს ფაკულტეტის საბჭო.

4.2. ერთეულს ჰყავს სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი.

4.3. ერთეულის პრიორიტეტებს განსაზღვრავს ფაკულტეტის საბჭო, სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებით. პრიორიტეტების შერჩევას ფაკულტეტის საბჭო ახდენს წარმოდგენილი პროექტების განხილვისა და დამტკიცების შედეგად.

4.4. ფაკულტეტის საბჭოს უფლება აქვს, პრიორიტეტების გამოკვეთისა და პროექტების შერჩევის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, ჩართოს შესაბამისი დარგის აღიარებული, მაღალკვალიფიციური ექსპერტი;

4.5. გამოკვეთილი პრიორიტეტების შესაბამისად, ერთეულში შეიძლება გაერთიანებული იყოს სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებები, რომელთა ჩამონათვალს, სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებით, ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო.

4.6. ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელს, ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი.

 

მუხლი 5. ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილება სამეცნიერო-კვლევით ერთეულთან მიმართებით.

ფაკულტეტის საბჭო:  

  • განიხილავს და განსაზღვრავს ერთეულის მართვისა და განვითარების საკითხებს;
  • ამტკიცებს ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის წარდგინებით;
  • განიხილავს და ამტკიცებს ერთეულის საქმიანობის შედეგებს/ანგარიშებს/სამეცნიერო მოხსენებებს არანაკლებ წელიწადში ორჯერ;
  • ხელმძღვანელის წარდგინებით ან/და მისი მონაწილეობით განიხილავს სამეცნიერო კონფერენციებისა და სხვა სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზების, საქართველოსა და უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობის, საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის, სამეცნიერო-საგრანტო პროექტებში, ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში სტუდენტთა ჩართულობისა და მსგავსი თემატიკის საკითხებს;

 

მუხლი 6. ერთეულის ხელმძღვანელის უფლებამოსილება

ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ხელმძღვანელი:

  • ხელმძღვანელობს ერთეულის საქმიანობას და უზრუნველყოფს მის ეფექტიანობას;
  • ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ერთეულის მიმართულების ხელმძღვანელების კანდიდატურებს;
  • სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ან ასოცირებულმა პროფესორმა. განსაკუთრებულ შემთხვევაში, ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ხელმძღვანელად განიხილოს იმ პირის კანდიდატურაც, რომელიც არ არის აწსუ თანამშრომელი. ამ შემთხვევაში, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს აწსუ პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს.

 

მუხლი 7. ერთეულის პერსონალის უფლება-მოვალეობები

7.1. პერსონალს უფლება აქვს:

ა) განახორციელოს სამეცნიერო კვლევა და შეუზღუდავად გამოაქვეყნოს კვლევის შედეგები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი შეზღუდვა შრომითი ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული ან ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას; 

ბ) დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის მეთოდები და საშუალებები;

გ) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და მათი სასწავლო და კვლევითი კომპონენტების შესრულებაში;

დ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებასთან ერთად მონაწილეობა მიიღოს საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებში, აგრეთვე ისარგებლოს ინდივიდუალური გრანტის/გრანტების დაფინანსებით და მიიღოს დამატებითი დაფინანსება;

ე) განახორციელოს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

7.2. პერსონალი ვალდებულია:

ა) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებით/სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნები;

ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;

გ) წელიწადში ორჯერ წარადგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში, დადგენილი წესით.

 

მუხლი 8. ერთეულის ფინანსური უზრუნველყოფა

8.1. ერთეულის ხარჯები განისაზღვრება ფაკულტეტის ხარჯვითი ლიმიტის მოცულობით და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.

8.2. ერთეულის დაფინანსების წყარო შეიძლება გახდეს:

  • ფაკულტეტის საბჭოს მიერ ფაკულტეტის ხარჯვითი ლიმიტის ფარგლებში აკუმულირებული თანხები;
  • მოპოვებული სამეცნიერო გრანტები;
  • კვლევის შედეგების კომერციალიზაციით მიღებული თანხები;
  • დახმარებები და სხვადასხვა სახის შემოწირულობები.

8.3. ერთეულის ფუნქციონირების პერიოდში შექმნილი ინტელექტუალური და მატერიალური ფასეულობები წარმოადგენს უნივერსიტეტის საკუთრებას.

 

  1. ერთეულის საქმიანობის შეფასება და მონიტორინგი

9.1. ერთეულის საქმიანობას აფასებს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესის საფუძველზე, რომელსაც შეიმუშავებს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო.

9.2. ერთეულის საქმიანობის შეფასების ანგარიშს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად.

9.3. იმ შემთხვევაში, თუ ერთეულის ხელმძღვანელი ან პერსონალი სათანადოდ ვერ ასრულებს ამ დებულებით განსაზღვრულ მოვალეობებსა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს, ფაკულტეტის საბჭო, ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, წინადადებით მიმართავს უნივერსიტეტის რექტორს, დაკავებული თანამდებობიდან მათი ვადაზე ადრე გათავისუფლებისა და/ან ერთეულის რეორგანიზების შესახებ;

 

მუხლი 10. ცვლილებების შეტანის წესი

ერთეულის დებულებაში ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება გააჩნია უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.

 

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ აგრარული ფაკულტეტის დებულებაში ცვლილების შესახებ #117

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ აგრარული ფაკულტეტის დებულებაში ცვლილების შესახებ.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ #113

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების   შესახებ

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ #106

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების   შესახებ