მეცნიერების მსოფლიო დღე და აგრარული ფაკულტეტი

მიუხედავად ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდვითარებისა, აღსანიშნავია, რომ რიგი სამეცნიერო, საჯარო თუ კერძო სტრუქტურები, დიდი პასუხისმგებლობით ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს დადგენილი რეგულაციების დაცვით და ცდილობენ არ შეანელონ ქვეყნის განვითარება.

აწსუ სტუდენტთა XXX (შიდა მე-60-ე) სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: "სოფლის მეურნეობა,კვების მრეწველობა და ტურიზმი პანდემიის პირობებში"

2020 წლის 2 ივნისს აგრარულ ფაკულტეტზე გაიხსნა  და ონლაინრეჟიმში ჩატარდა აწსუ სტუდენტთა XXX  (შიდა მე-60-ე) სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: "სოფლის მეურნეობა,კვების მრეწველობა და ტურიზმი პანდემიის პირობებში". კონფერენციამ იმუშავა ორ სექციად:  I სექცია: „აგრონომია და აგროინჟინერიის ბიზნესი პანდემიის პირობებში“, რომელსაც ხელმძღვანელობდა პროფესორი როზა ლორთქიფანიძე, თავმჯდომარეობდა საბაკალავრო პროგრამის „აგრონომია“  IV კურსის სტუდენტი  ლია დიაკონიძე და II სექცია:“ტურიზმი, ლანდშაფტური არქიტექტურა და კვების მრეწველობა პანდემიის პირობებში“,რომელსაც ხელმძღვანელობდა ასოცირებული პროფესორი იზოლდა ხასაია და თავმჯდომარეობდა  „ტურიზმის“ პროგრამის მაგისტრანტი ბადრი სირაძე. კონფერენციის ორგანიზებულად წარმართვა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან ერტად უზრუნველყვეს ასოცირებულმა პროფესორებმა: ნინო ავალიშვილმა და იზა ოჩხიკიძემ.

ნიადაგის დაცვის მსოფლიო დღე აგრარულ ფაკულტეტზე

2019 წლის 5 დეკემბერს აგრარულ ფაკულტეტზე, სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით (სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფესორი როზა ლორთქიფანიძე) გაიმართა ნიადაგის დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ამ ღონისძიების აღსანიშნავად ქ. თბილისში ყოველწლიურად იმართებოდა ნიადაგმცოდნეთა ოლიმპიადა, რომელშიც ყოველთვის აქტიურ მონაწილეობას იღებდა აგრარული ფაკულტეტი. მიმდინარე წელს, ნიადაგმცოდნეთა საზოგადოების თავმჯდომარის, აკადემიკოს თენგიზ ურუშაძის გადაწყვეტილებით, ოლიმპიადა ჩატარდა ინტერნეტსივრცის გამოყენებით. შესაბამისად, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ნიადაგმცოდნეებმა სკაიპჩართვით წარმოადგინეს თავიანთი მოხსენებები და დაადასტურეს სოლიდარობა დედამიწის დღის აღნიშვნისადმი.

აგრარული ფაკულტეტის სტუდენტების შეხვედრა FAO-ს წარმომადგენლებთან

აგრარული ფაკულტეტის სტუდენტების შეხვედრა FAO-ს წარმომადგენლებთან
2019 წლის 20 დეკემბერს აგრარული ფაკულტეტზე, აგრონომიული მიმართულებისა და შესაბამისი მაინორ პროგრამის სტუდენტებისთვის გაიმართა შეხვედრა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსტენციის კოორდინატორებთან.

აგრარული ფაკულტეტის წარმომადგენლები კონფერენციაზე „პირველადი წარმოების განვითარება და ევროპული ბაზარი“

2019 წლის 27-28 ნოემბერს ქ.წყალტუბოში გაიმართა კონფერენცია „პირველადი წარმოების განვითარება და ევროპული ბაზარი“, რომელიც ორგანიზებული იყო GLOBALG.A.P.-ის ასოცირებული წევრის- საკონსულტაციო კომპანია GDCI-ის მიერ ძირითად პარტნიორ „კალოს“ (kalo.ge)-თან ერთად. კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ:

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.

eşya depolama istanbul eşya depolama