უფასო ტრენინგი ქუთაისის ბავშვთა სოფლის მოსწავლეებისთვის

მიმიდნარე წლის 26 აპრილს ქუთაისის ბავშვთა სოფლის 15 მოსწავლეს ჩაუტარდა უფასო ტრენინგი თემაზე: „ეფექტური კომუნიკაცია“.

ტრენინგის ინიციატორი იყო: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
ტრენინგი ჩატარდა: უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმით გათვალისიწნებული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში.
ტრენინგი ჩაატარა: ჟურნალისტმა, ტელეწამყვანმა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერპერსონალური კომუნიკაციის მოწვეულმა მასწავლებელმა გიორგი აბაზაძემ.
ტრენიგნის ჩატარების მიზანი იყო: ბავშვთა სოფლის ბენეფიციარებმა გაითავისონ ეფექტური კომუნიკაციის როლი და მნშვნელობა მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და კარიერულ განვითარებაში. ტრენერმა მსმენელებს ყურადღება გაუმახვილა ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებულ ვაკანსიებზე, სადაც აუცილებელ კრიტერიუმად კომუნიკაბელური უნარებია მოთხოვნილი.
ტრენინგი წარიმართა: სიმულაციური თამაშებით, სადაც მსმენელებიც აქტიურად ჩაერთვნენ და დარწმუნდნენ იმაში, რომ კომუნიკაცია მხოლოდ საუბარი არ არის, ის არის ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნება, რომლის საშალებითაც შესაძლებელია ნებისმიერი მიზნის მიღწევა, პრობლემის დაძლევა, კონფლიქტების მოგვარება და ა.შ.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.

eşya depolama istanbul eşya depolama