საჯარო ლექციები ბავშვის უფლებების დაცვის საერთაშორისო გამოცდილება და ქართული რეალობა

მიმდინარე წლის 11, 14, 16 და 17 ივნისს ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო UNICEF-ის საქართველოს წარმომადგენლობასა და საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით ახორციელებს საჯარო ლექციების ჩატარებას ბავშვთა უფლებების შესახებ.

📢მომხსენებლები:
🔹11 ივნისი, 19:00 - დოქტორ ღასან ხალილი, გაროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში;

🔹14 ივნისი, 18:00 - თეონა კუჭავა, გაეროს ბავშვთა ფონდის მართლმსაჯულების პროგრამის ხელმძღვანელი, აწსუ სამართლის პროგრამის კურსდამთავრებული;

🔹16 ივნისი, 18:00- ია ჩხეიძე, საქართველოს გენერალური პროკურატორის პროკურორი, აწსუ სამართლის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, აწსუ სამართლის პროგრამის კურსდამთავრებული;

🔹17 ივნისი, 18:00- ია ჩხეიძე, საქართველოს გენერალური პროკურატორის პროკურორი, აწსუ სამართლის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, აწსუ სამართლის პროგრამის კურსდამთავრებული;

განსახილველი საკითხები:
🔹ბავშვის უფლებების ზოგადი მიმოხილვა; ბავშვის უფლებათა კონვენცია; (ლექცია გაიმართება ინგლისურ ენაზე)
🔹 ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება;
🔹არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება( ზოგადი პრინციპები);
🔹არასრულწლოვნის როლი სისხლის სამართლის პროცესში.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/vZYqUCVoHZonfoCB8
⏳აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 10 ივნისი 18:00 საათი.

🌐კონფერენცია გაიმართება Google Meeting-ის საშუალებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
ანა ქოიავას
ვიცე-პრეზიდენტი სემინარებისა და
კონფერენციების მიმართულებით
✆ +995 555 23 51 15
ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.