უფასო საზაფხულო სკოლა სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის

ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 21 ივნისს დაიწყო საზაფხულო სკოლა სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისათვის. სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდებათ, როგორც საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის აუცილებელი უნარების განმავითარებელი ტრენინგები(დროის მენეჯმენტი, ფულის მართვა, ეფექტური კომუნიკაცია, ლიდერობა, წარმატებული კარიერის შექმნის გზები), ისე ექნებათ საინფორმაციო შეხვედრები გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენელთან, დოქტორ ღასან ხალილთან და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან. ასევე, გაეცნობიან უნივერსიტეტის სტურქტურულ ერთეულებს, მათ ფუნქციებს, საქმიანობას და ექნებათ გასვლითი შემეცნებითი ვიზიტი მათი ინტერესის სფეროდან გამომდინარე.

ზაფხულის სკოლის სპიკერები:
1. ღასან ხალილი - გაეროს ბავშვთა ფონდის წარმოამდგენელი საქართველში;
2. ნანა შონია - ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამანეტის პროფესორი;
3. გიორგი აბაზაძე - აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტი;
4. ეკა ლეჟავა - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს იმერეთის წარმომადგენელი, საქარტველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი;
5. ნიკა კილასონია - სამედიცინო კლინიკა „XXI საუკუნის“ მენეჯერი, მენეჯმენტის მაგისტრი.

დ ღ ი ს  გ ა ნ რ ი გ ი
დასაწყისი 21 ივნისი, 2021 წ.
დღე დრო აქტივობა სპიკერი

I 12:00-15:00 უნივერსიტეტის სტრუქტურის გაცნობა;
შეხვედრა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან
როლანდ კოპალიანი, შალვა კირთაძე, კახა კუპატაძე, იმერი ბასილაძე, დეკანები ნანა შონია

II 12:00-15:00 დროის მენეჯმენტი ნიკა კილასონია
15 ლიდერი და ლიდერობა ნანა შონია
III 12:00-15:00 ეფექტური კომუნიკაცია გიორგი აბაზაძე
15 მასტერკლასი კრიმინალისტიკის ლაბორატორიაში სალომე სებისკვერაძე
IV 12:00-15:00 ფულის მართვა ეკა ლეჟავა
V 12:00-15:00 წარმატებული კარიერის შექნის გზები ნანა შონია
VI 12:00-15:00 გაეროს ბავშვთა ფონდის მისია საქართველოში;
გაეროს ბავშვთა ფონდის როლი ქართველი ბავშვების უფლებების დაცვაში. ღასან ხალილი
VII შემეცნებითი ვიზიტი ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი;
ვითიბი ბანკი

ზაფხულის სკოლის ხანგრძლივობა - 7 დღე.
ზაფხულის სკოლა ჩატარდება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თამარ მეფის ქ.№59, ქ.ქუთაისი.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.