საზაფხულო სკოლის დახურვა

30 ივნისს დასრულდა ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ერთკვირიანი საზაფხულო სკოლა, რომელიც ითვალისწინებდა სოციალურად დაუცველი მოსწავლეების დატრენინგებას პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრის და თვითშეფასების მიზნით. სკოლაში მონაწილეობა მიიღო ქუთაისის სხვადასხვა სკოლის ოცმა მოსწავლემ.

მსმენელებს სკოლის პერიოდში ჩაუტრდათ როგორც ტრენინგები, ისე მასტერკლასი კრიმინალისტიკის ლაბორატორიაში. ასევე, შემეცნებითი ვიზიტი განხორციელდა უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ ბიოლოგიის მუზეუმსა და ახალ საბიბლიოთეკო კორპუსში.
საზაფხულო სკოლის დასრულების შემდეგ ჩატარებული აქტივობების შეფასების შედეგად გამოვლინდა, რომ მოსწავლეებში განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა დროის მენეჯმენტის, ფულის მართვის და ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგებმა.
უნივეტრსიტეტის და ფაკულტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელობას აქტიური თანამშრომლობისთვის და ტრენრებს - გიორგი აბაზაძეს, ეკა ლეჟავას, ნიკა კილასონიას, სალომე სებისკვერაძეს, მაგული რუხაძეს, რომლებმაც საკუთარი სურვილით მიიღეს მონაწილეობა სკოლის მუშაობაში.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.