სს „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლების შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების და ეკონომიკის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან

მიმიდნარე წლის 1 დეკემბერს სს „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლები შეხვდნენ  ბიზნესის ადმინისტრირების და ეკონომიკის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს, რომლებსაც  ადამიანური რესურსების სამსახურის უფროსმა, ქალბატონ ნინო ჩხეიძემ გააცნო ბანკში არსებული სტაჟირების და დასაქმების პროგრამები, კორპორაციული ეთიკა და კარიერული განვითარების გზები. კარიერულ განვითარებაზე კონკრეტული რჩევები მისცეს ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებმა, რომლებიც ამავე ბანკში არიან დასაქმებული მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებად და აქტიურად თანამშრომლობენ უნივერსიტეტთან.

გარდა აღნიშნულისა, ბანკის მიკრო და საშუალო სესხების დეპარტამენტების დირექტორებმა, ბატონებმა ირაკლი აბაშიძემ და დავით ესიავამ სტუდენტებს გააცნეს პოტენციური მსესხებლის კრედიტუნარიანობის შეფასების კრიტერიუმები, დაფინანსების უზრუნველყოფის გზები, ჭარბვალიანობის გამომწვევი მიზეზები და მასთან ბრძოლის მექანიზმები.

შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში და ლიბერთი ბანკის წარმომადგენლებისა და ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, ქალბატონი ნანა შონიას ინიციატივით დაიგეგმა სამომავლო აქტივობები, კერძოდ - ვორქშოფები, უფასო ტრენინგები სტუდენტებისთვის და ერთობლივი კვლევები რეგიონის მასშტაბით არსებული ჭარბვალიანობის გამომწვევი მიზეზების შესწავლის მიზნით.

 მადლობა სს „ლიბერთი ბანკს“ აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.