ქუთაისის ბავშვთა სოფელსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მიმიდნარე წლის 18 მარტს შედგა ამავე სოფლის მოსწავლე აბიტურიენტების ვიზიტი უნივერსიტეტში.
აბიტურიენტებს უმასპინძლა ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა და მთელი დღის განმავლობაში ქონდათ საინფორმაციო შეხვედრები უნივერსიტეტის რექტორთან,, ფაკულტეტის დეკანთან, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელთან, და დეპარტამენტების კოორდინატორებთან..

შიდასაფაკულტეტო საგრანტო კონკურსის შესახებ აწსუ ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს დადგენილება

აწსუ–ს სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის წარჩინებული სტუდენტები ყოველწლიურად ღებულობენ მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში სამართლის სხვადასხვა დარგში და ყოველწლიურად წარმატებებს აღწევენ. მიმდინარე სასწავლო წელს საქართველოს სამართლის ინსტიტუტის მიერ დაგეგმილ „ადამიანის უფლებათა სამართალის“ იმიტირებულ სასამართლო პროცესში სხვა უნივერსიტეტებთან ერთად აწსუ–ს სამართლის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების ორი გუნდი მონაწილეობდა და ორივე გუნდი გავიდა ფინალში:

საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება დაიწყება 2021 წლის 15მარტიდან 22 მარტის ჩათვლით. საპროექტო განაცხადიუნდა ჩაბარდეს, როგორც ნაბეჭდი, ისეელექტრონული სახით.
შიდასაფაკულტეტო კომისიამიღებულ პროექტებსშეაფასებს 2021 წ. 24-25 მარტის ჩათვლით, ხოლო 26 მარტ სგამოცხადდება კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები. დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი 2021 წლის 5-8 აპრილს შეაფასებს პროექტებს და 12 აპრილს გამოცხადდება კონკურსის მეორე ეტაპის შედეგები. კონკურსის საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2021 წ. 20 აპრილს. გამარჯვებული საგრანტო პროექტების განხორციელება დაიწყება 2021 წლის 4 მაისიდან. დაინტერესებულმა პირებმა საგრანტოკონკურსთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში:

№01–04–14 ბიზნესის ფაკულტეტზე შიდასაფაკულტეტო საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ

შიდასაფაკულტეტო საგრანტოკონკურსის გამოცხადებისადა ჩატარების წესები

პროექტის სააპლიკაციოფორმა

პროექტის ბიუჯეტი

საკონტაქტო პირი: აკაკი ბაკურაძე, მობ.: 577 131 831


ეკონომიკური კვლევის და განვითარების ინსტიტუტი (საქართველო)
ვორმიის და მაზურის უნივერსიტეტი ოლსტინში (პოლონეთი)
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ (საქართველო)
ბოგდან ხმელნიცკის სახელობის ჩერკასის ნაციონალური უნივერსიტეტი (უკრაინა)
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (საქართველო)
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)


საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია


„მეცნიერება, განათლება, ინოვაცია:
აქტუალური საკითხები და თანამედროვე ასპექტები“

12 თებერვალი, 2021 წელი