2019 წლის 21 ოქტომბერს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ერთი მხრივ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, მეორე მხრივ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს და, მესამე მხრივ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტს შორის.

ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს შიდასაფაკულტეტო საგრანტო კონკურსს. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება დაიწყება 2019 წლის 4 ნოემბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით. საპროექტო განაცხადი უნდა ჩაბარდეს, როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული სახით.

2019 წლის 23 სექტემბერს ალექსანდრუ იოან კუზას უნივერსიტეტის პროფესორმა სორინა ჩიფერმა  ბიზნესის,სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე - „უნივერსიტეტების გამოწვევები ევროკავშირში გაწევრიანებამდე და მის შემდეგ“.

მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა მე-7 საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია - „ეროვნულიეკონომიკისმოდელები: გუშინ, დღეს, ხვალ“. ღონისძიება ცნობილი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს ლეო ჩიქავას დაბადებიდან 90 წლისთავს მიეძღვნა.

2019 წლის 7-8 დეკემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ეკონომიკის დეპარტამენტთან არსებული „ქართული ეკონომიკური აზრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრობლემების შემსწავლელი სტუდენტთა მუდმივმოქმედი სემინარის“ ფარგლებში ჩატარდება სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო კონფერენცია - „SIUEC 2019“. კონფერენციაში მონაწილეობის განაცხადისა და სტატიების წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 25 ნოემბერი.