მიმდინარე წლის 1 ივლისს, ფაკულტეტის ინიციატივით, განხორციელდა სამართლის მეოთხე კურსის სტუდენტების შემეცნებითი ვიზიტი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში. შეხვედრის ფარგლებში, პროკურორებმა სტუდენტებს საქართველოს პროკურატურის სტრუქტურა, ამოცანები, პრინციპები და უფლებამოსილება გააცნეს.

30 ივნისს დასრულდა ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ერთკვირიანი საზაფხულო სკოლა, რომელიც ითვალისწინებდა სოციალურად დაუცველი მოსწავლეების დატრენინგებას პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრის და თვითშეფასების მიზნით. სკოლაში მონაწილეობა მიიღო ქუთაისის სხვადასხვა სკოლის ოცმა მოსწავლემ.

2021 წლის 11 ივნისს ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ჩაატარა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია - „თანამედროვე განვითარების ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური პრობლემები - სტუდენტური ხედვა“.

ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 21 ივნისს დაიწყო საზაფხულო სკოლა სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისათვის. სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდებათ, როგორც საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის აუცილებელი უნარების განმავითარებელი ტრენინგები(დროის მენეჯმენტი, ფულის მართვა, ეფექტური კომუნიკაცია, ლიდერობა, წარმატებული კარიერის შექმნის გზები), ისე ექნებათ საინფორმაციო შეხვედრები გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენელთან, დოქტორ ღასან ხალილთან და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან. ასევე, გაეცნობიან უნივერსიტეტის სტურქტურულ ერთეულებს, მათ ფუნქციებს, საქმიანობას და ექნებათ გასვლითი შემეცნებითი ვიზიტი მათი ინტერესის სფეროდან გამომდინარე.

მიმდინარე წლის 11, 14, 16 და 17 ივნისს ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო UNICEF-ის საქართველოს წარმომადგენლობასა და საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით ახორციელებს საჯარო ლექციების ჩატარებას ბავშვთა უფლებების შესახებ.