მიმდინარე წლის ივნისის თვეში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციასა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, რომელიც მიზნად ისახავს  ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის F1 (ბუღალტერი ბიზნესში)  F2 (მენეჯერული აღრიცხვა) წიგნების აღიარებას. ამასთან, პროფესიონალი ბუღალტრების და აუდიტორების მიერ საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგეების და მასტერკლასების  ჩატარებას აღნიშNული პროგრამის სტუდენტებისთვის.
გარდა აღნიშნულისა, ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის განვითარების მიზნით, იგეგმება F3(ფინანსური აღრიცხვა) და  F7(ფინანსური ანგარიშგება)  წიგნებით გათვალისწინებული საკითხების სასწავლო კურსებში შეტანა მომავალში აღიარების მიზნით.

bsmcაკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტში შექმნილია „ბიზნეს-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრი“ (ხელმძღვანელი - პროფ. ემზარ ჯულაყიძე). ცენტრი უფასო კონსულტაციას გაუწევს ბიზნესით დაინტერესებულ პირებს ბიზნეს გეგმის შედგენაში, ადამიანური და ფინანსური რესურსების მართვაში, მარკეტინგული სტრატეგიბეის შემუშავებაში და ა.შ.
ბიზნეს-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრის  საქმიანობას წარმოადგენს ბიზნესში მიმდინარე პროცესების მცირე მასშტაბიანი კვლევების ჩატარება, პროფესიული განხილვების ორგანიზება და საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელება რეგიონში ბიზნესის განვიტარების მიმაღტულებით.
ბიზნეს-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრი დაკომპლექტებულია კვალიფიციური მეცნიერ- ნთანამშრომლებითა და მაღალი აკადემიური მოსწრების  სტუდენტებით.

nexia internationalმიმდინარე წლის 13 ივნისს მემორანდუმი გაფორმდა ჩვენს უნივერსიტეტსა და შპს "ნექსია თიეი აკადემიას" შორის, რომელიც ითვალისწინებს ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა/კურსდამთავრებულთა და მომსახურე აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობას ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით, სტუდენტების როგორც პროფესიული პრაქტიკის გავლას, ისე ერთობლივ შემეცნებით პროექტებში მათ ჩართვას.