სტუდენტთა და მოსწავლეთა კონფერენცია

2021 წლის 29 მაისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით დისტანციურ რეჟიმში გაიმართა ყოველწლიური საერთაშორისო ინგლისურენოვანი კონფერენცია ‘ბრიტანული, ამერიკული და ქართული კულტურათშორისი ნარკვევები’. მასში მონაწილეობა მიიღეს ინგლისური ენისა და ლიტერატურის სტუდენტებმა და მოსწავლეებმა ქუთაისის საჯარო სკოლებიდან: №3, №2, №7, №5, №9, №40, №41. ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის აკადემიურ პერსონალთან ერთად მოხსენებების შეფასებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ექსპერტმა, საპატიო სტუმარმა ჯონ ამატომ.

კონფერენციამ 4 სექციად იმუშავა. მომხსენებლებმა გამოავლინეს ინგლისური ენის საფუძვლიანი ცოდნა და ენის ფლობის საოცარი უნარი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თითოეული მოხსენების შემდეგ იყო საინტერესო შეკითხვები, რომლებსაც მონაწილეები ამომწურავად პასუხობდნენ.
კონფერენციის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა შესაბამისი სერთიფიკატებით.
დიდია მოლოდინი შემდგომი კონფერენციისადმი.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.