2022 წლის 27 ნოემბერს ქ. ბათუმში ჩატარდა ხელოვნების საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი „თეთრი თოლია“, სადაც კლასიკური მუსიკის ჟანრში მონაწილეობა მიიღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საშემსრულებლო ხელოვნების პროგრამის სტუდენტებმა. ამასთან, ქალბატონი რუსუდან ლორთქიფანიძე მიწვეული იყო საერთაშორისო ჟიურის წევრის სტატუსით და ასრულებდა კონკურს-ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობას.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ტრადიციულად გალაკტიონობა, 17 ნოემბერი, ქართული ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელ სტუდენტებს მიულოცა და სტუდბარათები გადასცა გალაკტიონის სახლ-მუზეუმში, საზეიმო ვითარებაში. აქვე სტუდენტებმა წარმოადგინეს გალაკტიონისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია. სტუდენტებმა დაათვალიერეს ვანის არქეოლოგიური მუზეუმი და ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფრანგული ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული, ამჟამად არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი ზურაბ კალაძე სტაჟირებას გადის საქართველოს ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაციაში (Association georgienne des professeurs de francais) ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსა (AUF) და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონიის რეგიონალური ცენტრის (CREFECO) მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში. ზურაბ კალაძე ამავე დროს არის სკოლა „ახალი თაობის“ ფრანგული ენის მასწავლებელი და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი. იგი აქტიურად არის ჩართული საქართველოში ფრანგული ენის პოპულარიზაციაში.

2022 წლის 2 -6 ოქტომბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს ესტუმრნენ იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის გერმანული ენათმეცნიერების ინსტიტუტის წარმომადგენლები დოქტ. ბარბარა ენლიხი და დოქტ. ნორა მიორშტედტი.

 2022 წლის 19 ნოემბერს, 12 საათზე,  № 1114 აუდიტორიაში, გაიმართება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის „დასავლეთევროპული და ამერიკული ლიტერატურის“ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ ვარდო გოგილავას სადისერტაციო ნაშრომის სამხრეთული გოტიკის პოეტიკა უილიამ ფოლკნერის ნოველებში  საჯარო დაცვა.