კვებეკის უნივერსიტეტის პროფესორის, ფარმაციის დოქტორის ვახტანგ მშვილდაძის დისტანციური ლექცია ფარმაციის სტუდენტებისათვის

17 აპრილს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ფარმაციის აკადემიური პერსონალის ინიციატივით ჩატარდა კვებეკის უნივერსიტეტის (კანადა) ფუნდამენტურ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორის, ფარმაციის დოქტორის ვახტანგ მშვილდაძის ონლაინ ლექცია ფარმაციის სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის „ფარმაკოგნოზიის სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ კანადასა და საქართველოში“.

ლექცია გამოირჩეოდა როგორც სტუდენტთა, ასევე აკადემიური პერსონალის მაქსიმალური ინტერესით. ლექციის შემდეგ გაიმართა ინტერაქტიური დისკუსია. საამაყოა ის, რომ ბატონი ვახტანგი ქუთაისელია და არასოდეს გაუწყვეტია საქართველოში თავის კოლეგებთან საქმიანი ურთიერთობა და მათი თანადგომა.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.

eşya depolama istanbul eşya depolama