2020 წლის მიღების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის უნივერსიტეტში ჩასარიცხმა პროფესიულმა აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

1. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (დედანის წარმოდგენით);
3. 2 ცალი ფოტოსურათი 3 X 4 - ზე ;
4. ვაჟებისათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი- (დედანის წარმოდგენით).

გარდა ზემოთ აღნიშნული საბუთებისა სსსმ და შშმ აპლიკანტებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ: 

1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი,
2. ორი ფოტო სურათი
3. ზოგადი სრული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ნოტარიულად დამოწმებული ასლი დედანის წარმოდგენით ან/და განათლების დამდასტურებელი დოკუმენტის ასლი (ნოტარიულად დამოწმებული), რომლის მიღება შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საფეხურის დაძლევის გარეშე
4. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა მიერ საქათველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის № 147 ბრძანებით განსაზღვრული, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული დოკუმენტი პირის მიერ ზოგადი საბაზო ან სრული ან იმ განათლების მიღების შესახებ, რომელიც შეუძლებელი იქნებიოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გერეშე.
5. ფორმა 100
6. მხედველობის დარღვევის შემთხვევაში ოფთალმოლოგის დასკვნა
7. სმენის დარღვევის შემთხვევაში აუდიოგრამა.

საბუთების მიღება და ხელშეკრულებების გაფორმება იწარმოებს 2020 წლის 17 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით.

მისამართი: ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 59, აწსუ I კორპუსი, II სართული, ოთახი №1211, 10 საათიდან 17 საათამდე (ყოველ დღე უქმე და შაბათ-კვირის გარდა).

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 577 131850; 577 131865;