აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი აგრძელებს 2019-2020 სასწავლო წლის სტუდენტთა ფინანსურ დახმარებათა ციკლს.
აწსუ გაუწევს იმ სტუდენტებს ფინანსურ დახმარებას რომლებიც მიეკუთვნებიან განსაზღვრულ კატეგორიას (დამადასტურებელი დოკუმეტის წარდგენით):
• ომში დაღუპულის შვილი (სტუდენტის პირადობა, გარდაცვალების მოწმობა, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი)
• იძულებით გადაადგილებული პირი (სტუდენტის პირადობა, დევნილის მოწმობა)
• სტუდენტი მრავალშვილიანი ოჯახიდან, 18 წლამდე 4-ზე მეტი დედმამიშვილი (დაბადების მოწმობები, მშობლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობები)
• სტუდენტი რომელსაც ყავს 3 შვილზე მეტი (სტუდენტის პირადობა, ქორწინების მოწმობა, შვილების დაბადების მოწმობები)
• ცოლ-ქმარი სტუდენტი (სტუდენტის პირადობა, ქორწინების მოწმობა)
• დედით და მამით ობოლი სტუდენტი (სტუდენტის დაბადების მოწმობა, მშობლების გარდაცვალების მოწმობები)
• სოციალურად დაუცველი სტუდენტი (სტუდენტის პირადობა, სოციალურის ამონაწერი)
• შეზღუდული შესაძლებლობის მხონე სტუდენტი (სტუდენტის პირადობა, ჯანმრთელობის ცნობა)
• რექტორის კატეგორია (სტუდენტის პირაობა, დამადასტურებელი დოკუმენტაცია)
თუ, აწსუ-ს სტუდენტი, მიეკუთვნება ჩამოთვლილ კატეორიიდან ერთ-ერთს სტუდენტმა უნდა გადმოაგზავნოს განაცხადი და შესაბამისი კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტს შეგიძლიათ მობილურით გადაუღოთ ფოტო და გადმოაგზავნოთ) სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. ელ. ფოსტაზე 2020 წლის 1 მაისის ჩათვლით.
განცხადების დასაწერად გთხოვთ იხელმძღვანელოთ სტუდენტთა მხარდაჭრისა და განვითარების სამსახურის განაცხადის ფორმით და განცხადების გადაგზავნის ტუტორიალით.
განაცხადის ნიმუშს იპოვით ბმულზე: ?
https://atsu.edu.ge/index.php/applications-management-info
განცხადების შევსების და გადაგზავნის ტუტორიალს იხილავთ ბმულზე: https://youtu.be/ZDZJx25HPCk