2020 წლის 27-29 აგვისტოს ტარდება საქართველოს მექანიკოსთა კავშირის XI ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც გაიმართება ქ.ბათუმში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
კონფერენციის თემატიკაა:
1. მყარ დეფორმად სხეულთა მექანიკა;
2. ჰიდროაერომექანიკა;
3. დრეკად მყარ და თხევად გარემოთა ურთიერთქმედების პრობლემები;
4. გამოყენებითი მექანიკა;
5. ანალიზის მონათესავე საკითხები.
მონაწილეობის მიღების მსურველებმა 2020 წლის 15 ივლისამდე უნდა გამოაგზავნონ მოხსენების სათაური და თეზისები (ქართულ და ინგლისურ ენებზე, A4 ფორმატის არაუმეტეს ორი გვერდისა აკრეფილი MSWord-ში) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
გათვალისწინებულია მოხსენებათა თეზისების კრებულის გამოცემა. კონფერენციაზე გაკეთებული და შერჩეული მოხსენებები, რეცენზირების შემდეგ, ასევე გამოქვეყნდება ჟურნალებში: Applied Mathematics, Informatics, and Mechanics (http://www.viam.science.tsu.ge/Ami/Main.htm) და Bulletin of TICMI (http://www.viam.science.tsu.ge/others/ticmi/blt/bulletin.htm).
კონფერენციის სარეგისტრაციო შესატანია 70 ლარი (მექანისკოსთა კავშირის წევრებისათვის - 50 ლარი). სარეგისტრაციო შესატანი შეიძლება ჩარიცხულ იქნეს თეორიულ და გამოყენებით მექანიკაში საქართველოს ეროვნული კომიტეტის შემდეგ საბანკო ანგარიშზე:
მიმღები ბანკი: სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკი“
ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების დასახელება: კავშირი „თეორიულ და გამოყენებით მექანიკაში საქართველოს ეროვნული კომიტეტი“
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE26BG0000000181896100
თანხის დანიშნულება: მონაწილის (სახელი, გვარი) სარეგისტრაციო შესატანი 70 ლარი (მექანიკსოსთა კავშირის წევრებისათვის 50 ლარი).
კონფერენციის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე: www.atsu.edu.ge