Big Idea challenge -ის კონკურსში გამოვლენილი აწსუ-ს გუნდი

სსიპშემოქმედებითი საქართველოსადაბრიტანეთის საბჭოსთანამშრომლობით ინიცირებული შემოქმედებით ნაპერწკლის საგრანტო პროგრამა, რომელიც პირველად 2018 წელს გამოცხადდა და მიზნად უმაღლეს განათლებაში მეწარმეობითი აზროვნების დანერგვას ისახავს, საქართველოში უკვე არაერთ მნიშვნელოვან წამოწყებას უწყობს ხელს. 2019 წლის 1 სექტემბრიდან საგრანტო პროგრამის განხორციელბა დაიწყო სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სსიპშემოქმედებითი საქართველოსადაბრიტანეთის საბჭოსთანამშრომლობით ინიცირებული შემოქმედებით ნაპერწკლის საგრანტო პროგრამაში საქართვეოს მასშტაბით ჩართული იყო 9 უნივერსიტეტი და შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას იღებდა 90-მდე სხვადასხვა იდეა. ჟიურის მიერ საქართველოდან წარდგენილ 90 იდეიდან შერჩეულ იქნა 9 ფინალისტი.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივარსიტეტიდან შესარჩევ კონკურსზე შემოქმედებით კატეგორაში საკონკურსოდ გამოვლინდა ჯგუფი Albavar Toons.

Albavar Toons-ის იდეის მხარდასაჭერად Big Idea challenge-ის კონკურსში გამარჯვების მისაღწევად საჭიროა ხმების რაოდენობის შეგროვება. ხმის მიცემა მიმდინარეობს 2020 წლის 20 ივლისამდე.

აწსუ- გუნდის მხარდასაჭერად ხმის მიცემა შესაძლებელია ქვემოთ მითითებულ ლინკზე:

https://creativespark-bigidea.uk/finalists-2020/albavar-toons/

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.