მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სარეგისტრაციო საბუთების ნუსხა და ვადები

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სარეგისტრაციო საბუთების ნუსხის დამტკიცების, სარეგისტრაციო ვადებისა და მისაღები საუნივერსიტეტო გამოცდის თარიღის განსაზღვრის შესახებ


2020-2021 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა პირებმა უნდა წარმოაგინონ შემდეგი საბუთები:
• განცხადება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისა და მისაღებ საუნივერსიტეტო გამოცდაში მონაწილეობის მიღების სურვილის შესახებ (ივსება ადგილზე);
• საქართველოში გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
• პირადობის მოწმობის ასლი, მისივე დედნის წარდგენით;
• სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმეტის ასლი, მისივე დედნის წარდგენით;
• საგნის გამოცდის საგამოცდო ბარათი;
• ორი ფერადი ფოტოსურათი – 3X4;
• ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ (საგამოცდო კოდის მითითებით);
• მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ საუნივერსიტეტო გამოცდაში მონაწილეობის საფასურის - 40 ლარის გადახდის ქვითარი (საბანკო რეკვიზიტები: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა; მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი - TRESGE22; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 709057267).
საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 21 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით 10 საათიდან 17 საათამდე (ყოველ დღე, უქმე დღეებისა და შაბათ-კვირის გარდა) სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ სარეგისტრაციო კომისიაში მისამართზე - ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 59, I კორპუსი, II სართული, ოთახი № 1211);

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ჩატარდება 2020 წლის 2 ოქტომბერს 14 საათზე.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისათვის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდის მოთხოვნები

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2020-2021 სასწავლო წლის მიღებაზე ვაკანტური ადგილების რაოდენობა თითოეული საგნის/მოდულის მიხედვით

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.