აწსუ ენების შემსწავლელი ცენტრი აცხადებს მსმენელთა მიღებას

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრი აცხადებს მსმენელთა მიღებას შემდეგ კურსებზე:

• ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული, თურქული, იტალიური და ესპანური ენების კურსები დონეების მიხედვით;
• ქართული ენის კურსი არაქართულენოვანი შემსწავლელებისთვის;
• ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული ენების მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდების მოსამზადებელი კურსები;
• საერთაშორისო სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსები- KET, PET, FCE, CAE, TKT, IELTS, TOEFL;
• სპეციალური კურსი აბიტურიენტებისთვის შესაბამის ენაში;
• მსურველებს შეგიძლიათ განცხადებების საფუძველზე მიიღოთ საგამოცდო მომსახურეობა, რომლის მიხედვით დაგიდასტურდებათ ენობრივი კომპეტენცია და გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

სასწავლო პროცესი, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ან დამკვეთის სურვილის გათვალისწინებით, განხორციელდება ონლაინ ან ადგილზე საუნივერსიტეტო სივრცეში.
რეგისტრაციისთვის გადადით შესაბამის ბმულზე.

აწსუ ენების შემსწავლელი ცენტრის მთარგმნელთა და გიდ-თარჯიმანთა ჯგუფი გაგიწევთ კვალიფიციურ მომსახურეობას როგორც უნივერსიტეტის პერსონალს, ისე უნივერსიტეტის გარეთ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შესაბამის ენაში

მსურველებმა განცხადებით და დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კორპუსში, მესამე სართული, ოთახი 3302. ( მისამართი: თამარ მეფის 59)
საკონტაქტო პირი - თამარ ჩინჩალაძე 599 37- 15- 71

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.