აწსუ სტუდენტთა საყურადღებოდ!

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი აწსუ სტუდენტებს სთავაზობს ახალ დამხმარე პლატფორმას ონლაინ სწავლებაში - www.online.atsu.ge. აღნიშნულ მისამართზე სტუდენტებს შეუძლიათ გაეცნონ ვიდეო ინსტრუქციებს კორპორაციულ ელფოსტასთან, Microsoft Teams-თან, დავალებებთან, ქვიზთან, კალენდარზე ჩანიშნულ ლექციებთან, მოცემული დავალებების შედეგებთან, ონლაინ სწავლებასთან, ონლაინ გამოცდასთან, ონლაინ დოკუმენტბრუნვასთან და აწსუ სიახლეებთან დაკავშირებით. აქვეა ჩატი, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ თქვენთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაცია ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხზე.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.