გილოცავთ ახალ 2020-2021 სასწავლო წელს!

ახალგაზრდებო, ძვირფასო კოლეგებო, ქალბატონებო და ბატონებო,

გილოცავთ ახალ სასწავლო წელს, წარმატებული და ნაყოფიერი ყოფილიყოს წლევანდელი,  2020-2021 სასწავლო წელი თოთოეული თქვენგანისა და მთელი უნივერსიტეტისათვის.  სწრაფადცვალებად თანამედროვეობაში ჩვენი ძირძველი, სახელოვანი ისტორიის მქონე უმაღლესი სასწავლებელი მუდმივად გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ ამჯერად განსაკუთრებულ ვითარებაში ვიმყოფებით.  ასეთ  ძლევამოსილ მსოფლიოს ჯერ კიდევ უჭირს პანდემიასთან გამკლავება. იმედს გამოვთქვამ, მალე დავუბრუნდებით ჩვეულ რიტმსა და სასწავლო აუდიტორიებს, ენერგიას არ დავიშურებთ ახალი გამარჯვებების მისაღწევად.  
განსაკუთრებულ მადლობას გიხდით, პირველკურსელებო, იმისათვის, რომ ჩვენ აგვირჩიეთ. გჯეროდეთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროფესიონალებად ჩამოყალიბდეთ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ იყოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები.
რექტორი:                                                            
პროფ.  როლანდ კოპალიანი

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.