კონკურსი ჰააგის აკადემიაში 2021 წელს დაგეგმილი მოკლევადიანი კურსების დაფინანსებაზე

ჰოლანდიური არაკომერციული ორგანიზაცია “Nuffic“ აცხადებს კონკურსს ადგილობრივი თვითმმართველობის ჰააგის აკადემიაში 2021 წელს დაგეგმილი მოკლევადიანი კურსების დაფინანსებაზე.

დაფინანსება მოიცავს სტუდენტებისათვის სწავლის, ცხოვრების, მგზავრობის, დაზღვევის და ყოველდღიური ხარჯების ანაზღაურებას. კურსებზე დაწესებულია რეგისტრაციის სამი ვადა. მიმდინარე ეტაპზე, აპლიკაციების მიღება ხდება მიმდინარე წლის 29 სექტემბრამდე. გასათვალისწინებელია, რომ დაფინანსების მისაღებად, უნივერსიტეტში ჩასარიცხი განაცხადის შეტანის გარდა, მსურველმა პირებმა უნდა შეავსონ 

სპეციალური აპლიკაციის ფორმა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: http://mes.gov.ge/uploads/files/annex%20nuffic%20letter.pdf

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.