სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

2020 წლის 21 ნოემბერს სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახური აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ჩართულობით და ინიციატივით შეხვდა სტუდენტებს.

სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურმა გააცნო სტუდენტებს ისეთი სერვისები როგორიცაა: ომბუდსმენის სერვისი, ფსიქოლოგის სერვისი, კარიერული განვითარების სერვისი, ტუტორთა სერვისი.
ასევე სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურმა სტუდენტებს ესაუბრა პლაგიატის პრევენციის თემაზე და შეხვედრის მანძილზე კითხვა პასუხის რეჟიმში სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ყველა მათთვის მნიშვნელოვან საკითხზე.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.