უცხო ენის შემსწავლელი კლუბი

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის სტუდენტების ინიციატივის მხარდაჭერით შეიქმნა უცხო ენის კლუბი, რომლის მიზანია რომელიმე კონკრეტული ენის შესწავლის სურვილის მქონე სტუდენტები გააერთიანოს; გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება, ერთად მოიძიონ რესურსები და მისცენ მოტივაცია, რომ მიაღწიონ სასურველ შედეგს.

ინგლისურის, გერმანულის, კორეულისა და იაპონურის კლუბებმა უკვე დაიწყეს ფუნქციონირება.
მიმდინარეობს იტალიურის, რუსულის, ესპანურის, ფრანგულის, თურქულის, უკრაინულისა და ქართული ენის კლუბების დაკომპლექტება.
კლუბში ჩართვა და ენის შესწავლა არის უფასო.
განაცხადი მიიღება 6 დეკემბრის 23:59მდე
https://forms.office.com/Pages/ResponsePage.aspx?id=8YeznJ0ve0aW_6jCYRmcpneX2UJcsIZHklCPPrdv4PtUNUNKU1pZM0VEQjdKSDZVMVRPMzdGVkREMi4u

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.