ციფრული უსაფრთხოება სოციალურ ქსელებში

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის და კურსდამთავრებულებისათვის 2020 წლის 3 დეკემბერს 20:00 საათზე გაიმართება ტრენინგი თემაზე: ციფრული უსაფრთხოება სოციალურ ქსელებში. ტრენინგს ჩაატარებს ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტი ლილე ფულარიანი.

ტრენინგის ძირითადი თემებია: 
• რა ტიპის მნიშვნელოვან ინფორმაციას გასცემ ყოველდღიურად
•  როგორ დაიცვა საკუთარი მოწყობილობები და ანგარიშები თაღლითებისგან
•  როგორ აარიდო ონლაინ საფრთხე ბავშვებს
•  რას უნდა მიაქციო ყურადღება, სანამ რომელიმე ქსელში ან ვებგვერდზე დარეგისტრირდები
•  როდის იკვეთება დანაშაულის ნიშნები და შეგიძლია მიმართო პოლიციას
•  როგორ გაარჩიო ნამდვილი ამბავი ყალბისგან

ონლაინ ტრენინგზე დასწრება უფასოა და შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრაციის გავლის შედეგად  bit.ly/ტრენინგზე_რეგისტრაცია სარეგისტრაციო ფორმა დაიხურება ტრენინგის დღეს, დღის 12 საათზე.
 შეხვედრის ბმული გაიგზავნება მითითებულ მეილზე.


ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.