ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში, გერმანია

2020-2021 სასწავლო წლის ზაფხულის სემესტრი
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.

აუცილებელი მოთხოვნაა გერმანული ენის ცოდნა (B2).

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
2020/2021 სასწავლო წლის ზაფხულის სემესტრი - 4 თვე

საჭირო დოკუმენტები:
1. CV (https://europass.cedefop.europa.eu/de/documents/curriculum-vitae)
2. პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
3. სამოტივაციო წერილი
4. ნიშნების ფურცელი
5. ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
7. სტუდენტის ცნობა
8. სასწავლო ხელშეკრულება (Learning Agreement)

განცხადება იენის უნივერსიტეტი

საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 29 დეკემბრამდე აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურში შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: დანართი ან მიმართეთ აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურს (III კორპუსი, V სართული, ოთახი 3504, ტელ.: 24 57 84)

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.