აკაკი წერეთლის სახლმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული და უწყვეტი განათლების ცენტრმა, კონკურსის გავლის შედეგად მოიპოვა ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითრების 66 საათიანი სასერტიფიკატო კურსის განხორციელების უფლება.
"საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის N68/ნ ბრძანებით დამკიცებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულის მე-2 მუხლის დ. პუნქტის თანახმად, ტრენინგმოდულის მიმწოდებელი იქნებიან საჯარო სამართის იურიდიული პირი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ან/და ის ორგანიზაციები, რომელთაც მოპოვებული აქვთ აღნიშნული მოდულის ჩატარების უფლება.
ორგანიზაციებმა და მათ მიერ წარმოდგენილმა კანდიდატებმა, ტრენინგ-მოდულის მიწოდების უფლება მოიპოვეს კონკურსისა და ტრენერთა ტრენინგის წარმატებით გავლის შედეგად.
კონკუსის შედეგად მოხდა ორგანიზაციებიდან წარმოდგენილი იმ პირების შერჩევა, რომლებიც აკმაყოფილებდნენ აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულის მე-3 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, აღნიშნულ გადმზადებას, განახორციელებენ ტრენერები: ნატო ქობულაძე, იაგორ ბალანჩივაძე, იმერი ბასილაძე, მაკა აბულაძე."
(წყარო http://tpdc.gov.ge/geo/news/700.html)
აღნიშნული გადამზადება სავალდებულოა, საჯარო და კერძო ბაღების ამზრდელ-პედაგოგებისათვის. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე თანამშრომლობს დასავლეთ საქართველოს რეგიონების მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღების გაერთიანებებთან დისტანციური და ასევე პირისპირ ტრენინგების (რეგულაციების მოხსნის შემდეგ) განხორციელების საკითხებთან დაკავშირებით.