აწსუში ფუნქციონირება დაიწყო საუნივერსიტეტო წარმატების ცენტრმა (CRU)

მიმდინარე წლის 15 იანვრიდან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირება დაიწყო საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულმა პროექტმა საუნივერსიტეტო წარმატების ცენტრი (CRU) (პროექტის მენეჯერები - პროფ. ნინო ჩიხლაძე, ასოც. პროფ. ლიანა ნოზაძე). აღნიშნული ცენტრის დაფუძნება გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით, რომელიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფრანკოფონული უნივერსიტეტების სააგენტოს (AUF) შორის გაფორმდა და ხელს აწერენ აწსუ-ს რექტორი, პროფ. როლანდ კოპალიანი და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს დირექტორი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ბატონი მუჰამედ კეტატა.

საუნივერსიტეტო წარმატების ცენტრის მიზანია, ფრანგულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების მიმზიდველობის ამაღლება, ფრანგულენოვანი სტუდენტების რაოდენობის გაზრდა, მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო რესურსების მიწოდება; სწავლების ინოვაციური მეთოდების შემუშავება და დანერგვა, პირისპირი და თვითსწავლების მეთოდების ინტეგრირება; უნივერსიტეტის ლექტორ - მასწავლებლებისათვის ფრანგულ ენაზე უწყვეტი ტრენინგებით სწავლების უნარების გაძლიერება.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.

istanbul evden eve nakliyat eşya depolama umraniye evden eve nakliyat evden eve nakliyat evden eve nakliyat