მოკლევადიანი გერმანული ენის კურსების პირველი ეტაპი დასრულდა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასრულდა გერმანული ენის შემსწავლელი პროგრამის - „გერმანული ენა წარმატებული კარიერისთვის“ - პირველი ეტაპი, რომლის ფარგლებშიც, 19 სტუდენტმა ოთხთვიანი ინტენსიური სწავლების შედეგად გერმანული ენის ცოდნა B1 დონიდან B2 დონემდე აიმაღლა. სტუდენტებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ტესტირება, ოფიციალურად გადაეცათ კურსის დასრულების სერტიფიკატები.

შეხვედრას ესწრებოდნენ: როლანდ კოპალიანი - აკაკი წერეთლის სახელწმიფო უნივერსიტეტის რექტორი; იოსებ ხახალეიშვილი - ქ. ქუთაისის მერი; ირაკლი ქარქაშაძე - ქ.ქუთაისის ვიცე-მერი; მარიკა ოლსონი, USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორი საქართველოში; დავით წიკლაური, USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის კერძო სექტორის განვითარების უფროსი მრჩეველი; მარკ მაკორდი, USAID / ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი; მარიკა შიოშვილი, USAID / ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე; ნათია ვეფხვაძე, USAID / ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ადამიანური რესურსების განვითარების კომპონენტის ხელმძღვანელი; ნათია მელაძე, USAID / ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის განათლებისა და ტრენინგების სპეციალისტი; თეა რომანოვა, HR დეპარტამენტსი ხელმძღვანელი, მეიჯერელ საქართველო; ნინი ონეზაშვილი, მარკეტინგის სამსახური, მეიჯერელ საქართველო.
„გერმანული ენა წარმატებული კარიერისთვის“ ინიციატივა ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასა (USAID Economic Security Program) და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული საგრანტო პროექტის ფარგლებში. პროექტი, რომელიც მეიჯერელ საქართველოსთან თანამშრომლობით ხორციელდება, მიზნად ისახავს ახალგაზრდა კადრებს დაეხმაროს გერმანული ენის ცოდნის გაღრმავებაში, რათა სამომავლოდ მათ წარმატებით შეძლონ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე დასაქმება და კარიერული წინსვლა ისეთ სექტორებში, როგორიცაა: ელექტრონული კომერცია, ტურიზმი, გაზიარებული ინტელექტუალური სერვისები და ა.შ.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელიც რეგიონალური განვითარების ქვაკუთხედია, პროგრამის მონაწილე 50 სტუდენტი ღია კონკურსის შედეგად შეარჩია და გერმანული ენის ცოდნის დონის შესაბამისად, ორ ჯგუფში გადაანაწილა.
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ დაფინანსებულ გერმანული ენის შემსწავლელ კურსებზე დასწრების შესაძლებლობა მიეცათ სტუდენტებს, როგორც ქუთაისიდან, ისე მთელი დასავლეთ საქართველოდან. ამჟამად A2 დონის ჯგუფი მეორე ეტაპზე გადავიდა და B2 დონის პროგრამას 2021 წლის ივლისში დაასრულებს.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.

bagcilar evden eve nakliyat evden eve nakliyat şehirlerarası evden eve nakliyat evden eve nakliyat firmaları evden eve nakliyat ümraniye evden eve nakliyat evden eve nakliyat avcılar evden eve nakliyat evden eve nakliyat