გლობალური სტუდენტური ლიგის ფარგლებში დაგეგმილი ონლაინ კონკურსი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმდინარე წლის 6 აპრილს საგარეო საქმეთა სამინისტროს N325965 კორესპონდენციით გამოეგზავნა  ინფორმაცია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის  2021 წლის გლობალური სტუდენტური ლიგის ფარგლებში დაგეგმილი ონლაინ კონკურსის შესახებ.

 

ზემოაღნიშნული ონლაინ კონკურსის ფარგლებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს მიეცემათ საშუალება გაუწიონ ერთმანეთს კონკურენცია ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევების ეფექტური გადაჭრის გზების გამონახვის მიმართულებით და წამროადგინონ საუკეთესო იდეები, რომლებიც თანხვედრაში იქნება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან (Sustainable Development Goals). გამარჯვებული გუნდები დასახელდება მტო-ს გენერალურ ასამბლეის ფარგლებში. წლევანდელი ლიგის თემატიკა იქნება - a challenge on Tourism for Rural development and a Challenge on Plastics Pollution და მასში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ 4 ასაკობრივი კატეგორიის ახალგაზრდები: საშუალო სკოლის მოსწავლეები (11-13 წლის), საშუალო სკოლის მოსწავლეები (14-18 წლის), ტურიზმის ბაკალავრის სტატუსის მქონე ახალგაზრდები (25 წლამდე) და ტურიზმის მაგისტრის სტატუსის მქონე ახალგაზრდები (29-მდე).

 

დეტალები რეგისტრაციისა და მონაწილეობის შესახებ წარმოდგენილია თანდართულ კორესპონდენციაში

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.

eşya depolama istanbul eşya depolama