ვებინარი: "წიგნის საერთაშორისო დღე"

23 აპრილს მსოფლიო წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

შემოუერთდით 23 აპრილს 19:00 საათზე ვებინარს და გაიგეთ საინტერესო ინფორმაცია ამ დღის შესახებ:
• წიგნის საერთაშორისო დღის ისტორია;
• წიგნის ჩუქების ტრადიცია;
• წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნა საქართველოსა და მსოფლიოში;
• საინტერესო ფაქტები წიგნის საერთაშორისო დღისა და წიგნის ჩუქების ტრადიციის შესახებ;
ვებინარს გაუძღვება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ნინო ცაგურია.

შემოგვიერთდით, ერთად აღვნიშნოთ წიგნის საერთაშორისო დღე!

ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა 23 აპრილის 12:00 საათამდე.

შეხვედრა გაიმართება Microsoft Teams-ის საშუალებით. შეხვედრის ბმულს მიიღებთ ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე.
მონაწილეობის სერტიფიკატი არ გაიცემა.

ვებინარი იმართება სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ინიციატივით "ATSU ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პროგრამის" ფარგლებში.
თუ გსურთ შემოუერთდეთ პროგრამას და სხვა სტუდენტებს საინტერესო თემებზე ესაუბროთ, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ სააპლიკაციო ფორმის შევსებით.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.

eşya depolama istanbul eşya depolama