Erasmus+ პროექტი „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ - შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2021 წლის 15-16 აპრილს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა შეხვედრა Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის “ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად  (CISI)“ ფარგლებში.

შეხვედრაზე წარმოადგინეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემუშავებული ახალი საგანმანათლებლო კურსები. პროექტის პარტნიორი ქართული უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა CISI-ის პარტნიორ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალთან განიხილეს შექმნილი კურსები და დაგეგმილი აქტივობები, ხოლო საჯარო სკოლის და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის წარმომადგენლებთან ისაუბრეს საჯარო სკოლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების როლზე და ჩართულობის საჭიროებასა და შესაძლებლობაზე, რაც ხელს შეუწყობს ინკლუზიური განათლების შემდგომ განვითარებას საქართველოში.

პროექტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ ჩართულობას საქართველოში, ადგილობრივი სკოლების ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესების გზით.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.

eşya depolama istanbul eşya depolama