UNESCO-ს კალინგას საპრიზო (UNESCO Kalinga Prize) კონკურსი

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერების, კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ გამოაცხადდა მეცნიერების პოპულარიზაციაში შეტანილი ღვაწლისთვის UNESCO-ს კალინგას საპრიზო (UNESCO Kalinga Prize) კონკურსი.

კონკურსის მიზანია გამოავლინოს პირი (მწერალი, რედაქტორი, ლექტორი, რადიო-სატელევიზიო/ვებ პროგრამის დირექტორი თუ ფილმის პროდუსერი), რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერების ან ტექნიოლოგიების პოპულარიზაციაში.
საქართველოს, UNESCO-ს სახელმწიფო კომისიის მეშვეობით, შეუძლია საპრიზო კონკურსზე წარადგინოს ერთი კანდიდატურა, რომელიც სასურველია ნომინირებული იყოს მეცნიერების განვითარებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით მოქმედი აკადემიური დაწესებულებების, ეროვნული სამეცნიერო ფონდის, მეცნიერებათა აკადემიისა თუ სამეცნიერო მწერლებისა და სამეცნიერო ჟურნალისტების ასოციაციების რეკომენდაციით.

ინფორმაციისათვის იხილეთ დანართი 1, დანართი 2.
1) UNESCO Kalinga Prize-ის კონკურსში მონაწილეობის წესები;
2) UNESCO Kalinga Prize-ის კონკურსის შესახებ ოფიციალური წერილი.
საჭირო დოკუმენტაციიის წარდგენის ვადაა ა.წ. 26 აპრილამდე.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.

eşya depolama istanbul eşya depolama