კავკასიის მთის მესამე ფორუმი

კავკასიის მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების ქსელი (მდგრადი კავკასია),
აცხადებს კავკასიის მთის მესამე ფორუმს, რომლის ჩატარებაც ტრადიციად ჩამოყალიბდა 
2016 წლიდან. კავკასიის მთის ფორუმი არის კავკასიის მთიანი რეგიონების სამეცმნიერო
ქსელის საკვანძო ინიციატივა და ტარდება ორ წელიწადში ერთხელ და მასზე 200-მდე
მონაწილე იყრის თავს, როგორც კავკასიის ქვეყნებიდან ასევე ევროპიდან. 
ფორუმი წარმოადგენს სამეცნიერო კონფერენციას და საშუალებას აძლევს კავკასიელ და
საერთაშორისო მეცნიერებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს გაუზიარონ ერთმანეთს
გამოცდილება და ცოდნა, აგრეთვე შეაფასონ კავკასიის სამეცნიერო კვლევების პროგრესი
მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარებისათვის ბოლო ორი წლის განმავლობაში
კავაკასიის მთის მესამე ფორუმი გაიმართება საქართველოში, ქუთაისში, 2021 წლის 27-29
სექტემბერს და მას უმასპინძლებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტი.
მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების ქსელმა, მისი სამდივნოს მდგრადი კავაკასიის
სახელით გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქუთაისის აკაკი
წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. აღნიშნული თანამშრომლობის მიზანია ხელი
შეუწყოს დაინტერესებული მხარეების საერთშორისო სამეცნიერო ქსელებში ჩართულობას
და უნივერსიტესის ჩართულობით კავაკასიის მთის რიგით მესამე ფორუმის სამეცნიერო
კონფერენციის ორგანიზებას.
მდგრადი ტურიზმისადმი მიძღვნილი მესამე მთის ფორუმის შესახებ დამატებითი 
ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ბმული:
https://www.caucasus-mt.net/Caucasus-Mountain-Forum-2021


ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.

eşya depolama istanbul eşya depolama