ვებინარი: ფსიქოლინგვისტიკა

"ATSU ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პროგრამის" ფარგლებში, გიწვევთ ჩვენს შემდეგ ღონისძიებაზე.
24 მაისს 20:00 საათზე ვისაუბრებთ ფსიქოლინგვისტიკის შესახებ:

• როდის სრულდება ენის შესწავლა?
• როდის ვხვდებით, რომ ვიცით ენა?
• როგორ სწავლობს ბავშვი ადვილად უცხო ენას და რატომ უჭირთ ზრდასრულ ადამიანებს ახალი ენის შესწავლა?
განვიხილავთ ამ და სხვა მრავალ საინტერესო თემას, რაც ფსიქოლინგვისტიკას მიეკუთვნება.
ვებინარს გაუძღვება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ანი კეკუა.
ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა 24 მაისის 12:00 საათამდე.
https://forms.office.com/r/pW2NiqmRnL
შეხვედრა გაიმართება Microsoft Teams-ის საშუალებით. შეხვედრის ბმულს მიიღებთ ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე.
მონაწილეობის სერტიფიკატი არ გაიცემა.
ვებინარი იმართება სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ინიციატივით "ATSU ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პროგრამის" ფარგლებში.
თუ გსურთ შემოუერთდეთ პროგრამას და სხვა სტუდენტებს საინტერესო თემებზე ესაუბროთ, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ სააპლიკაციო ფორმის შევსებით.
https://forms.office.com/pages/responsepage.aspx?id=8YeznJ0ve0aW_6jCYRmcpneX2UJcsIZHklCPPrdv4PtUNTVLS0FBNEU0OUpEOUdDT1VaUjRZM0xXRC4u

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.