Horizon Europe-ს საინფორმაციო დღე

ევროკომისია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით მიმდინარე წლის 28 მაისს 13.00 - 17:00 (თბილისის დროით) გამართავს Horizon Europe საინფორმაციო დღეს.

ღონისძიება გაიმართება ვირტუალურად და მიზნად ისახავს საქართველოს წარმატებული მონაწილეობის ხელშეწყობას ევროკავშირის ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-სა და ევროპის კვლევით სივრცეში.
საინფორმაციო დღის მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას Horizon Europe-ის სტრუქტურისა და საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის შესახებ. ცალკეული სესიების დროს წარმოდგენილი იქნება Horizon Europe-ის სხვადასხვა მიმართულებების შესახებ ინფორმაცია. მონაწილეებს მიეცემათ კითხვების დასმის შესაძლებლობა თითოეული სესიის განმავლობაში.
რეგისტრაციის გასავლელად იხილეთ: https://horizoneuropegeorgia.service-facility.eu/
რეგისტრაციის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 25 მაისი.
დეტალური ინფორმაცია და დღის წესრიგი იხილეთ დანართში

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.