ევროკომისია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით მართავს სემინარს "Proposal Writing Camp for Georgia"

ევროკომისია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით 2021 წლის 28, 30 ივნისსა და 2 ივლისს მართავს სემინარს საპროექტო განაცხადების მომზადებაში "Proposal Writing Camp for Georgia", რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის ჩარჩო პროგრამა „Horizon Europe“-ში წარმატებული მონაწილეობის ხელშეწყობას.

სემინარი განკუთვნილია მკვლევარებისა და ინოვაციის სფეროში მომუშავე პირებისათვის, რომლებიც „ჰორიზონტი Europe-ის“ კონკურსებში მონაწილეობას გეგმავენ. კონსულტაციების მიზანია საპროექტო განაცხადების მომზადების, ევროკავშირის მხრიდან შესაბამისი პარტნიორების შერჩევის და საკუთარი შესაძლებლობების წარდგენის მიმართულებით სასარგებლო ინფორმაციის მიწოდება მონაწილეთათვის.
სემინარში მონაწილეობის მიზნით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ვებ-გვერდზე: https://proposalwritingcampgeorgia.service-facility.eu/en/registration-form მიმდინარე წლის 18 ივნისამდე. შევსებული სარეგისტრაციო ფორმების საფუძველზე მოხდება მონაწილეთა შერჩევა. სემინარის სამუშაო ენაა ინგლისური.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.