EU4Environment - მწვანე ეკონომიკის ონლაინ კურსი

გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა აქტიურად თანამშრომლობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან EU4Environment პროექტის ფარგლებში საქართველოში მდგრადი საჯარო შესყიდვებისა და დამატებითი ინსტრუმენტების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში.

პროექტის ფარგლებში მომზადდა მწვანე ეკონომიკის ქართულენოვანი ელექტრონული კურსი და მსურველებს/დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ სახლიდან გაუსვლელად გაიარონ მსოფლიოს
წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმის https://unccelearn.org/course/view.php?id=123&page=overview მწვანე ეკონომიკის სასერტიფიკატო კურსი.
საერთაშორისო პლატფორმაზე განთავსებულია მწვანე ეკონომიკის 5 მოდული (ქართულ ენაზე). კურსი თვითრეგულირებადი და მოდელირებადია, რაც გულისხმობს მსმენელის მიერ სასურველი მოდულის პრიორიტეტის მიხედვით ინდივიდუალურად შერჩევას. ელექტრონული კურსი მოიცავს ინტერაქტიულ გაკვეთილებს, ქვიზებსა და კითხვარებს, რისი წარმატებით დახურვის შემთხვევაში მონაწილე მიიღებს დასრულების სერტიფიკატს. მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმის მწვანე ეკონომიკის სასერტიფიკატო კურსი არის უფასო. ევროკავშირის მწვანე კვირეულის ფარგლებში, სასერტიფიკატო კურსზე მსურველთა რეგისტრაცია შესაძლებელია 27 მაისიდან.
დეტალური ინფორმაცია კურსის სტრუქტურისა და შინაარსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ელექტრონულ ბმულზე : https://unccelearn.org/course/view.php?id=123&page=overview
დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირია მეგი შუბალიძე - გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის სპეციალისტი და პროექტის კოორდინატორი (მობ.: 577 103 330; ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.).

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.