აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ფუნქციონირებს

23 აგვისტოდან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ფუნქციონირებს.

ადგილზე მოსული მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია შესაძლებელია ფაიზერის, სინოვაკისა და სინოფარმის ვაქცინებით წინასწარი ჯავშნის გარეშე 10:00 -დან 18:00 საათამდე.
მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში, დღის განმავლობაში, დაახლოებით 1500-მდე მოქალაქის აცრაა შესაძლებელი.
აცრა გვიცავს!
აიცერი უსაფრთხო გარემოსთვის!