სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადები და მათ მიერ წარმოსადგენი საბუთები

2021-2022 სასწავლო წლისათვის სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველმა კანდიდატებმა უნდა წარმოაგინონ შემდეგი საბუთები:

1. განცხადება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისა და მისაღებ საუნივერსიტეტო გამოცდებში მონაწილეობის მიღების სურვილის შესახებ (ივსება ადგილზე);
2. ვტობიოგრაფია (CV):
3. 2 ცალი ფოტოსურათი ზომებით 3×4;
4. პირადობის მოწმობის ასლი (წარმოდგენილი უნდა იქნას დედანთან ერთად);
5. მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი, დამოწმებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აპოსტილით. აპოსტიკლით დამოწმებული დიპლომის არქონის შემთხვევაში დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველმა უნდა წარმოადგინოს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ გაცემული ცნობა. საბუთების მიღებიდან 6 თვის განმავლობაში დოქტორანტურაში ჩარიცხულმა პირმა უნდა წარმოადგინოს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან აპოსტილით დამოწმებული დიპლომი, წინააღმდეგ შემთხვევაში დოქტორანტს შეუჩერდება სტატუსი;
6. ნიშნების ფურცელი;
7. სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაცია;
8. რეფერატი ან პუბლიკაცია, რომელიც სამეცნიერო ხელმძღვანელის ნებართვით შეიძლება ჩაითვალოს რეფერატად;
9. სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმეტის ასლი, მისივე დედნის წარდგენით
10. დოქტორანტურაში მისაღებ საუნივერსიტეტო გამოცდაში მონაწილეობის საფასურის - 40 ლარის გადახდის ქვითარი; (საბანკო რეკვიზიტები: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა; მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი - TRESGE22; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 709057267).

საბუთების მიღება იწარმოებს 2021 წლის 13 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ სარეგისტრაციო კომისიაში. მისამართი: ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 59, აწსუ I კორპუსის ფოიე, 10 საათიდან 17 საათამდე, ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა.

მისაღები საუნივერსიტეტო გამოცდები ჩატარდება 2021 წლის 29 და 30 სექტემბერს.